მთავარიმსოფლიოNATOრუმინეთში უკვე დაიწყო ნატოს ახალი ავიაბაზის მშენებლობა

რუმინეთში უკვე დაიწყო ნატოს ახალი ავიაბაზის მშენებლობა

ნატოს ბაზასთან დაკავშირებული სამუშაოები ძირითადი ინფრასტრუქტურის მოწყობით დაიწყო. მათ, პირველ რიგში,  გზები და ელექტროქსელი უნდა გაიყვანონ. 

ახალი ასაფრენი ბილიკის მშენებლობაც  მალე დაიწყება. ის აღმოსავლეთ მხარეს აეროპორტის ინფრასტრუქტურას დაუკავშირდება, სადაც სხვადასხვა ტიპის თვითმფრინავების გასაჩერებელი სივრცე მოეწყობა.

რუმინეთის საჰაერო ძალების 57-ე საჰაერო ბაზის მეთაურის ნიკოლაე კრეტუს თქმით, აქ იქნება სარემონტო ანგარები, საწვავის საწყობები, საბრძოლო მასალები, აღჭურვილობა, საავიაციო მარაგი, ტრენაჟორები, კვების ობიექტები, საცხოვრებელი, ყველაფერი, რაც საჭიროა ამ მასშტაბის ბაზის ფუნქციონირებისა და მისიების მხარდასაჭერად.

შავი ზღვის საპორტო ქალაქ კონსტანცასთან ახლოს მდებარე ბაზის ევროპაში ნატოს ყველაზე მნიშვნელოვან ობიექტად ტრანსფორმაციისთვის მთავრობამ 2,5 მილიარდი ევრო გამოყო.

გაფართოებასთან დაკავშირებული სამუშაოები უკვე სრული დატვირთვით მიმდინარეობს. დასრულებისას იგი გახდება ევროპაში ყველაზე დიდი კომუნა და გადაასწრებს გერმანიის რამშტაინის ბაზას. აქ 10 000 სამხედროს ოჯახის წევრებთან ერთად განთავსება იქნება შესაძლებელი.

პროექტით გათვალისწინებულია შესაბამისი საცხოვრებლების, საბავშვო ბაღების, სკოლების, მაღაზიების, აფთიაქებისა და საავადმყოფოების აშენება. აქ  ყველაფერი იქნება, რაც სამხედროებსა  მათ ოჯახებს სჭირდებათ. ახალი გეოპოლიტიკური კონტექსტისა და რუმინეთის საზღვართან მიმდინარე ომის გათვალისწინებით, ბაზის მშენებლობა ნატოს აღმოსავლეთ ფლანგს გააძლიერებს.

ექსპერტი დორინ პოპესკუ ამბობს, რომ ეს ბაზა იქნება ნატოს ყველაზე მნიშვნელოვანი მუდმივი ინფრასტრუქტურა სამხრეთ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის მახლობლად. მისი თქმით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ომი წელს დასრულდეს, შეიძლება 2025 ან 2026 წლამდეც გაგრძელდეს. მისი შეფასებით,  ეს გრძელვადიანი კონფლიქტია.

ბაზა დაახლოებით 2800 ჰექტარ მიწის ფართობზე აშენდება.

რუმინეთის საჰაერო ძალების 57-ე საჰაერო ბაზის მეთაური ნიკოლაე კრეტუ აღნიშნავს, რომ საჰაერო ძალების 57-ე საჰაერო ბაზის შესაძლებლობის გარდა, რომელიც ადგილზე და მზადყოფნაშია, ისინი გეგმავენ, მოაწყონ შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რათა შეძლონ სახმელეთო შესაძლებლობის მიღება და მხარდაჭერა სპეციალურ თუ ნებისმიერი სხვა ტიპის სამხედრო ოპერაციებში, რომლებიც საჭირო იქნება უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და საპასუხო ქმედებებისთვის.

ნატოს მიჰაილ კოგელნიჩანუს ავიაბაზაზე ამჟამად 5000 სამხედრო მოსამსახურე ცხოვრობს, მათი  უმეტესობა ამერიკელი ჯარისკაცია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend