საერთაშორისო ხელშეკრულებები დიპლომატიისა და გეოპოლიტიკის განუყოფელი ნაწილია. კლაუზევიცის თანახმად, თუკი ომი პოლიტიკის გაგრძელებაა, ყველა ომი საბოლოო ჯამში სამშვიდობო ხელშეკრულებით სრულდება.
ისტორიის ფურცლებს ბევრი საინტერესო მაგალითი აქვს. არსებობს ხელშეკრულებები, რომლებიც მეორე მხრივ ომის არა ბოლო აკორდი, არამედ პირველი ნოტი გამხდარან. მაგალითად, მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი, ან გნებავთ ნაპოლეონის პარიზსა და ალექსანდრე პირველის მოსკოვს შორის შეთანხმება კონტინენტური ბლოკადის შესახებ.
საქართველოს მდიდარი ისტორია ქართველი მეფეებისა და დედოფლების, პარტიის მდივნებისა და პრეზიდენტების მიერ გაფორმებულ ბევრ ხელშეკრულებას ინახავს, ზოგიერთი მათგანი ჩვენი ეროვნული ტრაგედიის მიზეზი გამხდარა, როგორც გეორგიევსკის ტრაქტატი, ზოგი კი იმედის ნაპერწკალი, როგორც ვაშინგტონთან ან პეკინთან გაფორმებული სტრატეგიული ხასიათის ხელშეკრულებები.
ევრონიუს ჯორჯია ყარსის ხელშეკრულების, 2008 წლის 6-პუნქტიანი შეთანხმებისა და სოხუმის დაცემამდე ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების შესახებ ესაუბრა “უახლესი ისტორიის ცენტრის” მკვლევარს, ისტორიკოს გიორგი არქანიას.