ბუდაპეშტიდან 130 კილომეტრის მოშორებით, უნგრეთის ერთ-ერთ პატარა სოფელში, მანქანის ყოფილი ხელოსანი ზოლტან რონასეკი უსარგებლო ლითონის ნაწილებისგან უჩვეულო ქანდაკებებს ქმნის და ყიდის.
ნამუშევრებით დაინტერესებული ადამიანების წყალობით ზოლტანი უფრო დიდ პროექტებშიც ჩაერთო. თუმცა თავის პრინციპს არ ღალატობს და მასალად ისევ ჯართს იყენებს.
უნგრეთის ერთ-ერთ შორეულ სოფელში მანქანის ხელოსანი გადაგდებული და უსარგებლო ლითონის გადამუშავების მაგალითს აძლევს სხვებს.
ზოლტან რონასეკი ჭურჭლის, მანქანების ნაწილებისა და დაჟანგული ხელსაწყოებისგან ქანდაკებებს ქმნის.
მისი პირველი ნამუშევარი პატარა მოტოციკლი იყო, რომელიც ზოლტანმა პენსიაზე გასულ მეგობარს გაუკეთა.
ზოლტანი აგროვებს ყველანაირ ლითონს, რომლებსაც სახლებიდან, სახელოსნოებიდან და კომპანიებიდან ყრიან. საბოლოოდ კი მათგან ქანდაკებებს ქმნის. მისი ნამუშევრები უკვე ბევრმა ადამიანმა შეიძინა. ზოლტანმა გადაწყვიტა, სამსახურიდან წამოსულიყო და მთლიანად შემოქმედებით პროცესში ჩართულიყო.
ზოლტან როსანეკის თქმით, ადამიანები ხშირად ვერ ხვდებიან, რამდენად ადვილია ნარჩენებისგან რამე ღირებულის შექმნა. იგი ფიქრობს, რომ ამ გზით ადამიანების ყურადღების მიქცევაც მარტივია.
ზოლტანი ამჟამად კინგ კონგზე მუშაობს, ეს არის კინემატოგრაფიული პროექტის ნაწილი, რომელიც 2 წლის წინ დაიწყო და რომელიც ყველასთვის ცნობილი ფილმების პერსონაჟების ქანდაკებების შექმნას ითვალისწინებს.
იგი ერთ-ერთ ბიზნესმენთანაც თანამშრომლობს, რამაც მისცა მას საშუალება, უფრო დიდ ქანდაკებებზე ემუშავა. თუმცა პრინციპი იგივე რჩება: იგი ნამუშევრებს იმ ნივთებისგან ქმნის, რომლებსაც სხვები ყრიან.