მთავარიკუბიიუტუბერები ვალდებულნი გახდებიან, ხელოვნური ინტელექტით შექმნილ ვიდეოებს მარკირება გაუკეთონ

იუტუბერები ვალდებულნი გახდებიან, ხელოვნური ინტელექტით შექმნილ ვიდეოებს მარკირება გაუკეთონ

YouTube-ზე მომხმარებლები ვალდებულნი იქნებიან აღნიშნონ რეალისტური ვიზუალის მქონე ვიდეოები, რომლებიც შექმნილი იქნება ხელოვნური ინტელექტის მიერ. ეს გადაწყვეტილება კომპანიის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის ნაწილია.

YouTube-მა საინფორმაციო ბლოგში გამოაქვეყნა ცნობა, რომლის მიხედვითაც იუთუბ-ვლოგერები ვალდებულნი ხდებიან, რომ სპეციალური აღნიშვნა გაუკეთონ თავიანთ ვიდეოებს, თუ მასში გამოყენებული იქნება ხელოვნური ინტელექტი, ანუ AI.

როდესაც მომხმარებელი დაიწყებს ვიდეოს ატვირთვას, ის დაინახავს ფანჯარას, სადაც ჩამოწერილია საკონტროლო სია. მასში არის ერთ-ერთი კითხვაა – შეიცავს თუ არა მომხმარებლის კონტენტი ისეთ მასალას, სადაც რეალური ადამიანი ამბობს ან აკეთებს იმას, რაც არ უთქვამს და არ გაუკეთებია, შეცვლილია ადამიანის სახე ან ხმა, ან აჩვენებს თუ არა მომხრელები რეალისტურ სცენას, რაც სინამდვილეში არ მომხდარა.

ასევე იუთუბი აღნიშნავს, რომ არ იქნება გამჭვირვალობა აუცილებელი, თუ მაგალითად, იუთუბ-არხის მფლობელი იყენებს სილამაზის ფილტრებს, სპეციალურ ეფექტებს, როგორიც არის ფონის ფერის შეცვლა და სხვა.

ამ ინფორმაციის გასაჯაროების მიზანია ის, რომ მომხმარებლები არ შევიდნენ შეცდომაში, როდესაც ნახავენ სინთეზურად შექმნილ მასალას, მაშინ, როდესაც დღეს მთელი მსოფლიოს მასშტაბით მომხმარებლები ხვდებიან ხელოვნური ინტელექტის მიერ დამუშავებულ ტექსტებს, გამოსახულებს, ვიდეო და აუდიო მასალებს ინტერნეტში და ხელოვნურ ინტელექტის დახვეწასთან ერთად კიდევ უფრო რთული ხდება ნამდვილისა და ყალბის გარჩევა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend