ბელგოროდის ოლქის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 9000 ბავშვის ევაკუაციას აპირებენ ქვეყნის სხვა ტერიტორიებზე უკრაინის მხრიდან მზარდი თავდასხმის გამო.
ბელგოროდის ოლქის გუბერნატორის ვიაჩილსავ გლადკოვის თქმით, ბოლო პერიოდში საზღვრისპირა დაბომბვის შედეგად დაიღუპა 16 მშვიდობიანი მოქალაქე და დაშავდა 98. მისივე ცნობით, ევაკუაცია 22 მარტს დაიწყება და პირველ ეტაპზე რეგიონს 1200 ბავშვი დატოვებს.
19 მარტს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომაც გაავრცელა განცხადება ბელგოროდში მიმდინარე მოვლენებზე. მათი ცნობით, დღეს რამდენჯერმე იყო სარაკეტო თავდასხმა ოლქის სოფლებზე.

უკვე თითქმის ორი კვირაა უკრაინიდან გახშირდა თავდასხმა რუსეთის ტერიტორიის სიღრმეებში. გარდა ბელგოროდის ოლქისა, თავს დაესხნენ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებსა და საცავებს.