კვირას ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარება ჩავიდა. სასიცოცხლოდ საჭირო საკვების მიღებას ასობით პალესტინელი ელოდა.
გაერთიანებული ერების ჰუმანიტარული დახმარების სააგენტოს შტაბ-ბინის წინ ნანგრევებთან მოსახლეობა თავის რიგს საათობით ელოდა, რომ ფქვილი მიეღო. ისრაელის მიერ დაწესებული შეზღუდვების, მიმდინარე საომარი მოქმედებებისა და წესრიგის დარღვევების გამო ღაზის სექტორის დიდ ნაწილში დახმარების სახმელეთო გზით მიწოდება თითქმის შეუძლებელია.
განსაკუთრებით მძიმეა მდგომარეობა ღაზის ჩრდილოეთ ნაწილში, რომელიც ისრაელის ჯარების კონტროლის შედეგად ოქტომბრიდან მოყოლებული სამყაროს თითქმის მთლიანად მოწყვეტილია.
მიუხედავად იმისა, რომ ისრაელმა ევაკუაციის ბრძანება გასცა, ღაზაში 300 000-ამდე პალესტინელი მაინც დარჩა. მოსახლეობა ამბობს, რომ ქალაქში სავალალო მდგომარეობაა.
Gathering around food is a staple each #Ramadan, but in #Gaza, many people struggle to find something to eat. 💔
➡️ This is why @WFP provides community kitchens with food to make 500,000 meals for people breaking their fast everyday. pic.twitter.com/kDG1ufY7cn
— WFP in the Middle East & North Africa (@WFP_MENA) March 15, 2024
პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჩრდილოეთ ღაზაში ისრაელი თავს დაესხა და ცეცხლი გაუხსნა იმ პალესტინელ მოქალაქეებს, რომლებიც დახმარებას ქუჩებში ელოდნენ.
არეულობის დროს მინიმუმ 20 ადამიანი დაიღუპა, 155 კი დაიჭრა. ისრაელი ბრალდებას უარყოფს. ისრაელის სამხედროების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ჭყლეტის დროს მოსახლეობას ცეცხლი პალესტინელმა მებრძოლებმა გაუხსნეს.
ღაზაში დახმარების კოლონის ჩასვლას მსხვერპლი მოჰყვა 29 თებერვალსაც, როდესაც 118 პალესტინელი დაიღუპა. ისრაელის არმიის ინფორმაციით, მისმა არმიამ მოსახლეობას ცეცხლი მაშინ გაუხსნა, როცა მოსახლეობამ გამაფრთხილებელი სიგნალი არ გაითვალისწინა და სამხედროებისკენ დაიძრა
ნაბულსის გზაზე მომხდარი ინციდენტის შემდეგ გაჩნდა იდეა, რომ შეიქმნას დახმარების საზღვაო დერეფანი. ამ იდეას მხარს უჭერს ამერიკის შეერთებული შტატებიც.