მთავარისაქართველოთავდაცვის სამინისტრო ადასტურებს, რომ დავით ხიდაშელი მინისტრის მრჩეველი იყო

თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს, რომ დავით ხიდაშელი მინისტრის მრჩეველი იყო

“მთავარი არხის” მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სანქცირებულ რუს ოლიგარქთან დაკავშირებული ბიზნესმენი დავით ხიდაშელი წლების განმავლობაში საქართველოს თავდაცვის მინისტრის მრჩევლად მუშაობდა. საუბარია ირაკლი ღარიბაშვილისა და ჯუანშერ ბურჭულაძის მინისტრობის პერიოდებზე.

ეს ინფორმაცია დღეს დაადასტურა თავდაცვის სამინისტრომაც. უწყების ინფორმაციით, დავით ხიდაშელი ნამდვილად მუშაობდა მრჩევლის თანამდებობაზე თავდაცვის უწყებაში, თუმცა მას საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომა არ ჰქონია.

უწყება ასევე აცხადებს, რომ მას ხელშეკრულება ჯუანშერ ბურჭულაძის გათავისუფლების შემდეგ ავტომატურად შეუწყდა და ის თავდაცვის სამინისტროში ამ ეტაპზე აღარ მუშაობს.

“მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე, თავდაცვის სამინისტროში დავით ხიდაშელის თავდაცვის მინისტრის მრჩევლად მუშაობასთან დაკავშირებით საზოგადოებისათვის სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდების მიზნით გვსურს განვმარტოთ შემდეგი:
2020 წლიდან 2024 წლის 9 თებერვლამდე დავით ხიდაშელი მუშაობდა თავდაცვის სამინისტროში მრჩევლად. იმჟამინდელი თავდაცვის მინისტრისთვის უფლებამოსილების შეჩერების შემდეგ კანონმდებლობის შესაბამისად, დავით ხიდაშელს საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 81-ე მუხლის, მე-2 პუნქტის მიხედვით, შეუწყდა ადმინისტრაციული ხელშეკრულება და მას შემდეგ თავდაცვის უწყებაში აღარ მუშაობს.
ამასთან, დავით ხიდაშელს თავდაცვის სამინისტროში მუშაობის პერიოდში არ ჰქონია სახელმწიფო საიდუმლო ცნობებზე დაშვება”,- ნათქვამია განცხადებაში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend