სენატში აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორმა უილიამ ბერნსმა განაცხადა, რომ სამხედრო დახმარების შეჩერებამ უკრაინისთვის ფატალური შედეგები შეიძლება გამოიწვიოს.
„წინააღმდეგ შემთხვევაში ვიხილავთ უფრო მეტ ავდიივკას“ – განაცხადა ბერნსმა.
ასევე ცნობილია, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ სამშაბათს 300 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტი დაამტკიცა. გერმანიის მხრიდან შორი მოქმედების სარაკეტო სისტემების გადაცემაზე კი გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არაა მიღებული.
ამ თემებზე ევრონიუს ჯორჯიას დღის ეთერში საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორმა, ლაშა ძებისაშვილმა ისაუბრა.