მთავარიკუბიკურსკის ოლქში შეტაკებები გრძელდება

კურსკის ოლქში შეტაკებები გრძელდება

უკრაინის მხარეს მებრძოლმა რუსი მოხალისეების შეიარაღებულმა ჯგუფმა, ლეგიონმა „თავისუფალი რუსეთი“, საკუთარ ფეისბუკ გვერდზე განცხადება გაავრცელა. ისინი ბელგოროდისა და კურსკის რეგიონების მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდებენ.

„პუტინის მიერ მართულ მკვლელებს მიაქვთ მასობრივი იერიში უკრაინის მშვიდობიან ქალაქებზე. ყოველდღიურად, ათეულობით უდანაშაულო ადამიანი (ძირითადად ქალები და ბავშვები) იღუპებიან ბელგოროდიდან მიტანილი იერიშით. უკრაინის ტერიტორიის დაბომბვა ბელგოროდის ტერიტორიიდან უნდა შეწყდეს!” – წერს ლეგიონი „თავისუფალი რუსეთი“ ფეისბუკზე.

ამავდროულად, რუსი მებრძოლები აცხადებენ, რომ სწორედ ამ მიზეზების გამო ისინი იძულებულები არიან ცეცხლი გაუხსნან სამხედრო პოზიციებს, ქალაქ ბელგოროდსა და კურსკში. მათი განცხადებით, მოქალაქეებს შორის მსხვერპლის თავიდან ასარიდებლად, მოსახლეობისთვის აუცილებელია, რომ დაუყოვნებლივ დატოვონ ტერიტორია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend