ბრძოლის ველიდან ფეხბურთის მოედნამდე. ვეტერანი მოთამაშეებისთვის, რომლებიც საფეხბურთო გუნდს შეუერთდნენ, თამაში ერთგვარი თერაპიაა.
ფრონტის ხაზზე სასტიკ ბრძოლებში მიღებული მძიმე დაზიანებების შემდეგ, მათ ტკივილთან გამკლავების გზა იპოვეს. სპორტი მათ როგორც ფიზიკურ ისე ემოციურ დონეზეც ეხმარება. სხვა ვეტერანი ჯარისკაცების მსგავსად, ვალენტინიც,ფეხბურთის თამაშისას დადებითი ენერგიით იმუხტება.
„თამაშისას სხვადასხვა ემოცია მეუფლება. ფეხბურთი ჩემთვის ყოველთვის იყო ერთგვარი თერაპია. თამაშისას შემიძლია დავისვენო, მენტალური სიჯანსაღე აღვიდგინო და უბრალოდ ყველაფერი დავივიწყო. მხოლოდ ფეხბურთის თამაშზე ვიყო კონცენტრირებული. იმაზე, რაც მიყვარს”, – ამბობს ომის ვეტერანი ვალენტინ ოსოვსკი.
„ჩემთვის უკეთესია ამპუტირებულ მოთამაშეებთან მუშაობა, რადგან ვარჯიშისას მათ როგორც ფიზიკურად ისე ფსიქოლოგიურად ვეხმარები”, – ამბობს გუნდის მთავარი მწვრთნელი ბოჰდან მელნიკი.
ვეტერანები ფეხბურთს მხოლოდ გასართობად არ თამაშობენ. ვეტერანთა გუნდს გამარჯვებების იმედი აქვთ. ბრძოლებში მძიმე დანაკარგების შემდეგ მათ შანსი ეძლევათ თავიანთი სიძლიერე კვლავ გამოავლინონ. გუნდი საერთაშორისო ლიგაში თამაშობს, რომლის ფარგლებშიც პირველი შეხვედრა პოლონეთში გიმართა.
“პოლონეთის ლიგაში პირველი შეხვედრა უკვე გავმართეთ. ეს ჩვენ გვაძლევს შესაძლებლობას ვაჩვენოთ, რომ უკრაინული სული მტკიცეა, რომ ჩვენ ძლიერები ვართ და ბრძოლას ვაგრძელებთ”, – ამბობს ომის ვეტერანი ვალენტინ ოსოვსკი.
გუნდში იმედოვნებენ, რომ სპორტი უკრაინაში უფრო პოპულარული გახდება და სხვა ყოფილი ჯარისკაცებიც აიღებენ მათგან მაგალითს.