შეჩერებული სამშვიდობო მოლაპარაკებების მიუხედავად კატარში იმედი აქვთ, რომ „ჰამასსა“ და ისრაელს შორის საბოლოოდ სამშვიდობო მოლაპარაკებები განახლდება. კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივნის განცხადებით, ღაზის სექტორში ადამიანები შიმშილობენ. ამერიკის შეერთებული შტატების, ეგვიპტისა და კატარის წარმომადგენლები იმედოვნებდნენ, რომ რამადანის დაწყების შემდეგ ომი დროებით შეწყდებოდა, მაგრამ ეს მოლოდინი არ გამართლდა.
„ჩვენ არ ვკარგავთ იმედს, რომ ღაზის სექტორში მყოფ ადამიანებს მალე ექნებათ შვება. ჩვენ ძალ-ღონე არ დავიშურეთ, რომ წმინდა დღესასწაულის დაწყებისას ზავი დადებულიყო, მაგრამ ეს არ გამოვიდა. იმედი გვაქვს, რომ რამადანის დასრულებამდე ზავი გვექნება”, – ამბობს მაჯედ ალ ანსარი, კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანი.
ისრაელის პრემიერ-მინისტრი კი აცხადებს, რომ „ჰამასის“ საბოლოო განადგურებამდე მისი სახელმწიფო სამხედრო მოქმედებებს შეწყვეტს. დასავლეთისა და ახლო აღმოსავლეთის სახელმწიფოები სამხედრო საჰაერო ძალების მეშვეობით აწვდიან ჰუმანიტარულ დახმარებას ღაზის სექტორის მოსახლეობას. ამერიკის შეერთებული შტატები კი ხმელთაშუა ზღვის სანაპიროებზე ჰუმანიტარული მიზნებით დროებით პორტს აშენებს.
✈️ 🇫🇷 a parachuté 6 tonnes d’aide humanitaire pour les populations civiles de #Gaza, une opération coordonnée avec nos partenaires 🇯🇴🇺🇸🇪🇬.
🇫🇷 has carried out additional airdrops of humanitarian aid for the civilian population of Gaza, in coordination with 🇯🇴🇺🇸🇪🇬.
@EtatMajorFR https://t.co/adByoNuyBj
— France ONU Rome 🇨🇵🇺🇳 (@FranceONURome) March 7, 2024