სტოკჰოლმის საერთაშორისო მშვიდობის კვლევითი ინსტიტუტის უახლესი მონაცემებით, ევროპის ქვეყნებმა 2014–18 და 2019-23 წლებში თითქმის გააორმაგეს შეიარაღების იმპორტი.
პირველად ისტორიაში საფრანგეთი იარაღის სიდიდით მეორე ექსპორტიორი ქვეყანა გახდა, სადაც 47 პროცენტითაა გაზრდილი ექსპორტი.
საფრანგეთმა დიდი რაოდენობით იარაღი აზიასა და ოკეანეთის სახელმწიფოებში შეიტანა, შემდეგ მოდის ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები, თუმცა ყველაზე მეტი იარაღი საფრანგეთისგან ინდოეთმა მიიღო, რაც თითქმის მთლიანი ექსპორტის 30 პროცენტია.
რუსეთი მესამე ადგილს იკავებს. ქვეყანაში იარაღის ექსპორტი 53 პროცენტითაა შემცირებული.
ამასთან, უკრაინა, რომელმაც 2022-23 წლებში 30-ზე მეტი ქვეყნისგან მიიღო შეიარაღება, მსოფლიოში მეოთხე ადგილასაა იარაღის იმპორტიორ ქვეყნებს შორის.
ინფორმაციას სტოლკჰოლმის მშვიდობის საერთაშორისო კვლევის ინსტიტუტი ავრცელებს.https://t.co/W97rZkBHjX
— Euronews Georgia (@EuronewsGeorgia) March 11, 2024
შეერთებული შტატების იარაღის ექსპორტის გლობალური წილი კი 34-იდან 42 პროცენტამდე გაიზარდა. 2019 -23 წლებში ევროპის მიერ შეძენილი იარაღის 55 პროცენტი სწორედ შეერთებული შტატებიდანაა, ეს კი 2014-18 წლებთან შედარებით, 35-პროცენტიანი მატებაა.