მთავარიევროპაუკრაინაუკრაინული მხარე აცხადებს, რომ გასულ უქმეებზე მთელ ქვეყანაში 35 რუსული დრონი ჩამოაგდეს

უკრაინული მხარე აცხადებს, რომ გასულ უქმეებზე მთელ ქვეყანაში 35 რუსული დრონი ჩამოაგდეს

უკრაინული მხარე აცხადებს, რომ გასულ უქმეებზე მთელი ქვეყნის მასშტაბით 35 რუსული დრონი ჩამოაგდეს, ხოლო დონეცკისა და ხარკივის რეგიონებზე სარაკეტო თავდასხმები განხორციელდა.

აღმოსავლეთ უკრაინის დასახლება მირნოგრადზე მიტანილი სარაკეტო იერიშის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, 11 დაიჭრა.

დონეცკის რეგიონის პროკურატურაში აცხადებენ, რომ დარტყმების სამიზნე საცხოვრებელი რაიონი გახდა.

ოფიციალურმა პირებმა გაავრცელებს დამწვარი ავტომობილების, კორპუსების გაშავებული კედლებისა და მიმოფანტული ნანგრევების ფოტოები.

ამავდროულად, როგორც ადგილობრივი გუბერნატორი აცხადებს, დასავლეთ კურსკის რეგიონში უკრაინელთა მიერ საზღვართან ახლოს მდებარე რუსული სოფლის დაბომბვას ერთი ქალი ემსხვერპლა.

კურსკის რეგიონის გუბერნატორი რომან სტაროვოიტი ამბობს, რომ უკრაინულმა ძალებმა სოფელი კულბაკი დაბომბეს, რომელიც უკრაინის საზღვართან 10 კილომეტრში მდებარეობს.

ამავდროულად, გუბერნატორი აცხადებს, რომ ნავთობის ერთ-ერთ საცავზე უკრაინელთა თავდასხმის შედეგად ხანძარი გაჩნდა. ადგილზე სახანძრო ბრიგადები და საგანგებო სამსახურის წარმომადგენლები მუშაობენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend