მთავარიკუბირომის პაპს აკრიტიკებენ „თეთრი დროშის გამბედაობის“ გამო

რომის პაპს აკრიტიკებენ „თეთრი დროშის გამბედაობის“ გამო

რომის პაპის განცხადებას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება გამოეხმაურა. კულებამ პლატფორმა იქსზე დაწერა, რომ უკრაინა არ აპირებს თეთრი დროშის აწევას და ვატიკანს ახსენებს, არ გაიმეოროს წარსულის შეცდომები გაუმართლებელი დაზავების მოთხოვნით.

„ყველაზე ძლიერი არის ის, ვინც სიკეთესა და ბოროტებას შორის ომში სიკეთის მხარეს დგას, ვინც არ ცდილობს, ამ ორი მხარის ერთ სიბრტყეზე დაყენებას „მოლაპარაკება“ უწოდოს. ჩვენი დროშა ყვითელი და ლურჯია. ეს არის დროშა, რომლითაც ვცხოვრობთ, ვკვდებით და ვიმარჯვებთ. ჩვენ არასოდეს ავწევთ სხვა დროშებს“, წერს დმიტრო კულება და მადლობას უხდის რომის პაპს მშვიდობისთვის ლოცვის გამო. ის ასევე იმედს გამოთქვამს, რომ პაპი ფრანცისკე იპოვის დროს და ესტუმრება უკრაინას იქ მცხოვრები კათოლიკეების გასამხნევებლად.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend