ნორვეგიაში ნატოს მასშტაბური სამხედრო წვრთნები Nordic Response – 2024 დაიწყო, რომელშიც 13 ქვეყნის სამხედროები მონაწილეობენ.
წვრთნების სცენარის მიხედვით, სამხედროებმა ალიანსის ქვეყანაზე თავდასხმა უნდა მოიგერიონ.
მანევრებში 20 000 სამხედრო მონაწილეობს, ასევე ავიაცია, საბრძოლო ხომალდები და წყალქვეშა ნავები.
ფინეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, Nordic Response 2024-ში, რომელშიც 4000-ზე მეტი ფინელი ჯარისკაცია ჩართული, ყველაზე დიდი წვრთნაა, რომელშიც ნატოს ახალი წევრი მონაწილეობს.
ათწლეულების განმავლობაში სამხედრო ნეიტრალიტეტის შემდეგ, ფინეთი 2023 წლის აპრილის ისტორიული გადაწყვეტილებით ნატოში გაწევრიანდა.
ეს ქმედება იმ გეოპოლიტიკური ცვლილებების შედეგია, რომლებიც წარმოიშვა რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრით.
სამხედრო ძალის დემონსტრირების გარდა, Nordic Response 2024 ამტკიცებს ნატოს ქვეყნებს შორის მჭიდრო კავშირებს და ზრდის თანამშრომლობას ამ სტრატეგიულად მნიშვნელოვან რეგიონში.
ჯარისკაცებს შორის კომუნიკაცია ინგლისურ ენაზე მიმდინარეობს. მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ქვეყნის ჯარისკაცები შესაძლოა სრულყოფილად არ ფლობდნენ ენას, ტექნიკური ლექსიკის გაგება ყველას შეუძლია.