დღეს, როდესაც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ქალთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ, UNICEF-მა გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის თანახმადაც, მსოფლიოს მასშტაბით 230 მილიონზე მეტ გოგონასა და ქალს სასქესო ორგანო იძულებით დაუსახიჩრეს.
2016 წლის შემდეგ, 8 წლის განმავლობაში, 30 მილიონით გაიზარდა ეს მაჩვენებელი, რაც იმას ნიშნავს, რომ ბოლო 8 წელში კიდევ 30 მილიონს დაუსახიჩრეს იძულებით სასქესო ორგანო.
UNICEF-ში აცხადებენ, რომ ქალის სასქესო ორგანოების დასახიჩრება აზიანებს მათ სხეულს, ანგრევს მათ მომავალს, საფრთხეს უქმნის მათ ფსიქიკას, ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს.
“Female genital mutilation harms girls’ bodies, dims their futures, & endangers their lives.” @unicefchief
UNICEF is calling on leaders & communities to urgently invest, promote & prioritise girls’ rights to end gender discrimination & inequality.https://t.co/wDbpaaH6t8
— UNICEF (@UNICEF) March 8, 2024
იმისთვის, რომ ეს მავნე პრაქტიკა 2030 წლისთვის სრულად გაქრეს, გლობალური კლების ტემპი 27-ჯერ უფრო სწრაფი უნდა იყოს, ვიდრე ახლაა. ეს ანგარიში იმასაც აჩვენებს, რომ ადამიანების ცნობიერების თვალსაზრისით პროგრესი სახეზეა და ამისთვის ქვეყნებმა ძალისხმევა არ უნდა დაიშურონ.
სასქესო ორგანოების დასახიჩრების, ე.წ. წინადაცვეთის პრაქტიკა, გულისხმობს ქალის გენიტალიების გარე ნაწილის სრულად ან ნაწილობრივ მოჭრას.
სასქესო ორგანოს დასახიჩრების ყველაზე დიდი რაოდენობა მოდის აფრიკაზე, 144 მილიონი ქალი და გოგო, 80 მილიონი – აზიაზე, 6 მილიონი – ახლო აღმოსავლეთზე.