სურსათის მსოფლიო პროგრამის (WFP) ინფორმაციით, სუდანის ომმა მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და მსოფლიოში ლტოლვილთა ყველაზე მწვავე კრიზისი გამოიწვია.
მოსახლეობას შიმშილის ზღვარზე უწევს ყოფნა. სამხრეთ სუდანსა და ჩადში, სადაც სასურსათო უსაფრთხოება გაუარესებულია, 25 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.
The consequences of inaction go far beyond a mother unable to feed her child, says @WFPChief.
The war in #Sudan has trapped over 25 million people across the region in a spiral of deteriorating food security. We need urgent and unhindered access. We need peace.
— World Food Programme (@WFP) March 6, 2024
ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება მას შემდეგ შეფერხდა, რაც ხელისუფლებამ საზღვრისპირა სატვირთო კოლონებისთვის ნებართვის გაცემა გააუქმა. ამ ნაბიჯმა სუდანში ჰუმანიტარული კრიზისი უფრო გაამწვავა.
გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის აღმასრულებელ დირექტორი სინდი მაკკეინი გაემგზავრა სამხრეთ სუდანში, საიდანაც ბოლო 10 თვის განმავლობაში 600 000-ზე მეტ ადამიანს მოუწია გაქცევა, მაკკეინმა მოინახულა ხალხმრავალი, სატრანზიტო ბანაკები, სადაც ოჯახები, ფაქტობრივად, შიმშილობენ.
გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის აღმასრულებელმა დირექტორმა თხოვნით მიმართა მხარეებს, შეწყვიტონ დაპირისპირება. მისი აზრით, ჰუმანიტარულ სააგენტოებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, სუდანში შიმშილის ზღვარზე მყოფი ადამიანები გადაარჩინონ.