მთავარიევროპარუსეთიპუტინი: "ბელგია რუსეთის წყალობითაა დამოუკიდებელი"

პუტინი: “ბელგია რუსეთის წყალობითაა დამოუკიდებელი”

ისტორიის ინტერპრეტაციით გატაცებულმა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ახალი ისტორიის გაკვეთილი წარუდგინა საზოგადოებას, ამჯერად ბელგიის შესახებ. მან განაცხადა, რომ ბელგია საკუთარ არსებობას რუსეთს უნდა უმადლოდეს.

რუსეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ ბელგია პირველად “დამოუკიდებელ სახელმწიფოდ მსოფლიო რუკაზე გამოჩნდა, ძირითადად, რუსეთისა და რუსეთის პოზიციის წყალობით”, თუმცა მან არ დააკონკრეტა როგორ.  ეს ალბათ, გასაკვირი არ არის იმ განცხადებების გათვალისწინებით, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანასთან მიმართებაში ადრე პუტინს გაუკეთებია. მაგალითად, სხვადასხვა დროს პუტინი ამტკიცებდა, რომ უკრაინა ისტორიულად რუსეთს ეკუთვნის.

პუტინის თავისებური ვერსია აქვს საქართველოს ისტორიაზეც, განსაკუთრებით მის ოკუპირებულ რეგიონებზე. პოლონეთთან დაკავშირებით კი ამბობს, რომ დასავლეთის ტერიტორიები მას სტალინმა აჩუქა. ეს სია გრძელია და როგორც ისტორიკოსები ამბობენ, მეცნიერულად არასერიოზული.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend