ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორი რაფაელ გროსი რუსეთი პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს უკრაინაში ბირთვული უსაფრთხოების საკითხის განსახილველად სოჭში შეხვდა.
როგორც ცნობილია, უკრაინის ატომური ელექტროსადგური მოსკოვმა 2022 წელს, ომის დაწყებიდან მალევე, დაიკავა. სააგენტოში არაერთხელ გამოთქვეს შეშფოთება ევროპის ყველაზე დიდი, ზაპორიჟიის ატომური ელექტროსადგურის ირგვლივ განვითარებული მოვლენების გამო.
Important exchange with the President of the Russian Federation Vladimir Putin in Sochi, on the nuclear safety and security of #ZNPP and other non-proliferation global challenges. pic.twitter.com/1eHEVks1iq
— Rafael MarianoGrossi (@rafaelmgrossi) March 6, 2024
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ამბობს, რომ რუსული მხარე მზად არის, იმსჯელოს ნებისმიერ საკითხზე, რომელსაც პრიორიტეტად მიიჩნევს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორი. მან ასევე იცის, რომ მათ დღის წესრიგშიც საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი თემებია.
ამიტომ რუსეთის პრეზიდენტი თანახმაა, განიხილოს ისინი და გააკეთოს ყველაფერი, რაც ბირთვულ ენერგიასთან არის დაკავშირებული და რაც ყველას უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.
მანამდე რაფაელ გროსი ვლადიმერ პუტინს 2022 წლის ოქტობერში შეხვდა, უკრაინაში კი ბოლოს თებერვალში იმყოფებოდა. მან გადაკვეთა ფრონტის ხაზი, რათა რუსების მიერ დაკავებული ზაპორიჟიის ატომური ელექტროსადგური პირადად დაეთვალიერებინა.