წიგნის “ოსტატი და მარგარიტა”აკრძალვიდან ათეული წლის შემდეგ პროპაგანდისტები ფილმის აკრძალვას ითხოვენ.
ყველა პროპაგანდისტული არხი თან დაგვყვებოდა. გვეკითხებოდნენ, როგორ როგორ მოხდა, რომ ეს ფილმი რუსეთში გამოვიდა?
ამას ამბობს, მიხაილ ლოკშინი, რომელიც მიხაილ ბულგაკოვის ცნობილი რომანის „ოსტატი და მარგარიტა“ ახალი ეკრანიზაციის რეჟისორია. მისი ფილმის პრემიერაზე ბევრი ადამიანი მივიდა, თუმცა მალევე აღმოაჩინეს, რომ რეჟისორი რეჟიმისა და მისი პოლიტიკის წინააღმდეგია.
„იცით, თავად წიგნიც ხომ ერთგვარი სატირა და კრიტიკაა. კრიტიკაა იმისა, თუ რაც ხდებოდა საბჭოთა კავშირში 30-იან წლებში. ბულგაკოვსაც ხომ ასე დაემართა. არის გარკვეული ირონია იმაში, რომ ამ ფილმმაც წიგნის ბედი გაიზიარა. და ეს ხდება 80 წლის შემდეგ. წიგნის აკრძალვიდან ათეულობით წლის შემდეგ პროპაგანდისტები ფილმის აკრძალვას ითხოვენ“,- ამბობს მიხაილ ლოკშინი, ფილმის რეჟისორი.
ფილმის რეჟისორი პესიმისტურად არის განწყობილი რუსული კინემატოგრაფიისა და ზოგადად, ხელოვნების სხვა დარგების მომავლის მიმართ. ფიქრობს, რომ სანამ რუსეთს პუტინი მართავს, ხელოვნება ამ ქვეყანაში არასდროს იქნება თავისუფალი.
„დარწმუნებული ვარ, რომ როგორც საბჭოთა კავშირში ადამიანები იპოვიან გზას, ისაუბრონ იმაზე, თუ რა ხდება დღეს რუსეთში. ეს ფილმიც ამაზეა. ვფიქრობ, ეს ფილმი არის ერთგვარი დასარული ეპოქისა, იმ იმედიანი ეპოქის, რომელშიც გარკვეულწილად დასავლურ ღირებულებებს იზიარებდა რუსეთი“.
მიხაილ ლოკშინმა ახლა იცის, რომ ის ვეღარ დაბრუნდება რუსეთში, იქ, სადაც გაიზარდა, რადგან ის სრულად იზიარებს იმ ღირებულებებს, რომლებსაც თავის დროზე მიხაილ ბულგაკოვი ემსახურებოდა.
“მთელი გულით იმ ადამიანებთან ვარ, ვისაც ახლა არ შეუძლია რუსეთიდან წასვლა. ეს ეხება რეჟისორებს, მწერლებს, მსახიობებს და არა მხოლოდ. ვინც ვერ გაიქცა, მათ აიძულებენ, რომ გადაიღონ ზღაპრები, რომ თითქოს ომი არაა, რომ თითქოს ყველაფერი კარგადაა”, – ამბობს მიხაილ ლოკშინი, ფილმის რეჟისორი.