ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ნორვეგიაში მასშტაბურ სამხედრო სწავლებას მართავს. ამ მანევრებში 20 ათასი სამხედრო მოსამსახურეა ჩართული და ეს წვრთნა ნორვეგიის გარდა შვედეთსა და ფინეთშიც გაიმართება. სწავლება მოიცავს სამხედრო ოპერაციებს ჰაერში, ზღვასა და ხმელეთზე ერთდროულად. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მასშტაბურ სამხედრო სწავლებაში სამხედრო მოსამსახურეები ჯავშანტექნიკის გარდა 110-ზე მეტ საავიაციო საშუალებასა და 50 საზღვაო ხომალდს გამოიყენებენ. სწავლების ძირითადი ადგილი ნორვეგიის ჩრდილოეთში მდებარე ფინმარკის რეგიონია, რომელიც რუსეთის საზღვართან მდებარეობს.
Training on defending our Alliance’s northern territories 🛡️
Hosted by the Nordic countries 🇫🇮 🇳🇴 🇸🇪, 20,000 soldiers begin exercise together as part of the #SteadfastDefender24 series
pic.twitter.com/SZgLO8d8sl— NATO (@NATO) March 4, 2024
ამასობაში კი რუსული მედია იუწყება, რომ რუსეთი აძლიერებს ქვეყნის დასავლეთითა და ჩრდილო-დასავლეთით სამხედრო ძალებს. ინფორმაციას რუსული პროპაგანდისტული მედია “ტასი” ავრცელებს თავდაცვის მინისტრზე დაყრდნობით.