ბაკურიანში ჩატარდა თოვლის ფრენბურთის პირველი ევროპის ჩემპიონატი 20 წლამდე გოგონებსა და ვაჟებში შორის. ტურნირი პირველ მარტს დაიწყო. გოგონებს შორის პირველ ადგილზე ჩეხეთის ნაკრები გუნდი გავიდა, ხოლო ვაჟებს შორის კი პოლონეთი. ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან უცხოელ სპორტსმენებს საქართველოს ფრენბურთის ეროვნულმა ფედერაციამ უმასპინძლა. აღსანიშნავია, რომ თოვლის ფრენბურთში ევროპის ჩემპიონატი პირველად გაიმართა, ტურნირს დაესწრნენ საერთაშორისო წარმომადგენლებიც, რომლებმაც დადებითად შეაფასეს ქართული მხარის მიერ ორგანიზებული ჩემპიონატი. შეჯიბრში ქართველ სპორტსმენებთან ერთად მონაწილეობდნენ იტალიის, პოლონეთის, თურქეთის, ჩეხეთის, ბულგარეთის, რუმინეთის, მოლდოვისა და სომხეთის წარმომადგენლები.
“გვინდა მადლობა გადავუხადოთ საქართველოს ფრენბურთის ფედერაციას და ასევე ბაკურიანს, ამ ჩემპიონატის ასეთ მაღალ დონეზე მასპინძლობისთვის. ყველა მონაწილე გუნდი კმაყოფილია. ბედნიერები ვართ, რომ ბაკურიანმა ჩვენი მოლოდინები გაამართლა”,-ამბობს ოგუზ დეგირმენჩი, ტურნირის ტექნიკური დელეგატი.
“სიმართლე გითხრათ, თოვლის ფრენბურთი პირველად ერთი კვირის წინ ვითამაშეთ. ასე რომ ეს ტურნირი ჩვენთვისაც ახალი გამოწვევა იყო. კარგად ვიასპარეზეთ და პირველ ადგილზეც გავედით”,-ამბობს ტერეზა ნოვოტნა, ჩემპიონატის გამარჯვებული.