მთავარიაზიაღაზა„ჰამასის“ დელეგაცია მოლაპარაკებების მორიგ რაუნდში მონაწილეობის მისაღებად კაიროში ჩავიდა

„ჰამასის“ დელეგაცია მოლაპარაკებების მორიგ რაუნდში მონაწილეობის მისაღებად კაიროში ჩავიდა

ჰამასის“ დელეგაცია ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების მორიგ რაუნდში მონაწილეობის მისაღებად კაიროში ჩავიდა, თუმცა რამდენად არსებობს შანსი, გაფორმდეს შეთანხმება, ამაზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.

შეერთებული შტატების ოფიციალურმა პირებმა გაიმეოროს ჯო ბაიდენის სიტყვები, რომ ახლა ჯერი „ჰამასზეა“, დასთანხმდეს შეთანხმების პირობებს,  რომლებიც მეტ-ნაკლებად მისაღებია ისრაელის მხარისთვის.

ისრაელმა არ გააგზავნა დელეგაცია კაიროში, რადგან „ჰამასმა“ არ წარადგინა იმ მძევლების სია, რომლებიც ჯერ კიდევ ცოცხლები არიან.

რომის პაპმა ფრანციკსემ კი საკვირაო ქადაგების დროს მხარეებს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების გაგრძელებისკენ მოუწოდა.

მაიკლ ფახრიმ, გაეროს სპეციალურმა წარმომადგენელმა სურსათის  საკითხებში, ისრაელის წინააღმდეგ სანქციების დაწესება მოითხოვა და განაცხადა, რომ ეს არის ერთადერთი გზა ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად.

მისი თქმით, ღაზის სექტორში შესაძლოა უკვე დაწყებულია შიმშილი.  მხარეები ცდილობენ, შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე 10-11 მარტამდე, მუსლიმანთა წმინდა თვის, რამადანის, დაწყებამდე მიაღწიონ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend