მთავარისაქართველოდე ფაქტო მინისტრი “მეორე ფრონტის” შესახებ

დე ფაქტო მინისტრი “მეორე ფრონტის” შესახებ

რუსეთში მსოფლიო ახალგაზრდობის ფესტივალზე გამოსვლისას აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ თქვა, რომ დასავლეთს საქართველოს ჩართვით მეორე ომის გაჩაღება სურს რეგიონში. მისივე განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება გონიერია, რომ ამ შემოთავაზებას არ თანხმდება, რადგან მისივე თქმით, ომი არავის სჭირდება, მათ შორის თავად საქართველოს.

არძინბამ ასევე თქვა, რომ ჟენევის დისკუსიის ფარგლებში, საქართველო შეერთებული შტატების მხარდაჭერით უარს ამბობს ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერაზე. დე ფაქტო მინისტრის ამ განცხადებას ოფიციალური თბილისი ჯერჯერობით არ გამოხმაურებია.

„ჩვენ, აფხაზები, საკუთარ თავს ვუსვამთ კითხვას, რატომ არ აწერენ ხელს შეთანხმებას? ნუთუ, საქართველოს ომი სურს? ან ამერიკელებს უნდათ მეორე ფრონტის გაჩაღება? ჩვენ გვესმის, ასე თუ ისე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამერიკელები მეორე ფრონტის გაჩაღებას აპირებენ, მაგრამ, მადლობა ღმერთს, საქართველოს ხელისუფლება გონიერია, ომი არავის სჭირდება, მათ შორის თავად საქართველოს. იმიტომ, რომ დღეს კანონმდებლობის მიხედვით, აგრესია აფხაზეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ არის აგრესია რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ. ამიტომ, დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო ამას არ გააკეთებს“,- განაცხადა დე ფაქტო მინისტრმა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend