მთავარიკუბიჰუმანიტარული დახმარებით დატვირთულ მანქანებთან ასზე მეტი პალესტინელი დაიღუპა

ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთულ მანქანებთან ასზე მეტი პალესტინელი დაიღუპა

29 თებერვალს, ადგილობრივით დაახლოებით დილის 5 საათზე, ღაზაში ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული დაახლოებით 30 სატვირთო მანქანა შევიდა. თვითმხილველების თქმით, მანქანების გარშემო ხალხმრავლობა იყო საკვების მიღების იმედით, როდესაც ისრაელის ტანკებმა და დრონებმა მათი მიმართულებით ცეცხლი გახსნეს.

ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, სროლის შედეგად დაიღუპა მინიმუმ 112 ადამიანი და დაშავდა დაახლოებით 760. ისრაელი ადასტურებს, რომ ინციდენტი მართლაც მოხდა, მაგრამ უარყოფს რომ სამხედროებმა მიზანმიმართულად დაუშინეს ტყვიები ადამიანებს.

ისრაელის თავდაცვის ძალების ვერსიით, მას შემდეგ რაც სატვირთო მანქანებმა ღაზაში ისრაელის საკონტროლო პუნქტი გაიარეს, მათ გარშემო ასობით ადამიანი ცდილობდა მანქანების გაძარცვას. ამან გამოიწვია ჭყლეტა, რაც იყო უმეტეს წილად ადამიანების სიკვდილის მიზეზი. ზოგიერთი ადამიანი დაიღუპა სატვირთო მანქანასთან დაჯახების დროს, რომელიც გადაადგილებას ცდილობდა.

ისრაელის თავდაცვამ გამოაქვეყნა დრონით გადაღებული ვიდეო, სადაც ნაჩვენებია ასობით ადამიანი, რომლებიც იკრიბებიან ჰუმანიტარული დახმარებით სავსე მანქანების გარშემო.

კადრებზე ჩანს როგორ მოძრაობს მანქანა პირდაპირ ადამიანების მასაში.  ისრაელის თავდაცვის წარმომადგენელმა ბრიფინგზე ასევე აღიარა, რომ ისრაელის ჯარებმა გახსნეს ცეცხლი, თუმცა მათი თქმით, ეს იყო იზოლირებული ინციდენტი და არ ჰქონია ამას მასობრივი ხასიათის. ისრაელის თქმით, პალესტინელები კოლონების გასწვრივ, ისრაელის საკონტროლო პუნქტის მიმართულებით დაიძრნენ, რაც წარმოადგენდა საფრთხეს სამხედროებისთვის და მათ ცეცხლი ჯერ ჰაერში გახსნეს. ისრაელის მხარის ცნობით, უშუალოდ სროლისგან 10-ზე ნაკლები დაიღუპა.

ტელეკომპანია CNN-ი, ადგილობრივ ჟურნალისტზე დაყრდნობით, რომელიც იყო  ინციდენტის მომსწრე წერს, რომ უმეტესობა ადამიანი დაიღუპა სატვირთო მანქანების ბორბლების ქვეშ, როდესაც შეიქმნა ჭყლეტა, ამასთან ჟურნალისტი ამბობს, რომ ჭყლეტა დაიწყო მხოლოდ მაშინ, როდესაც ისრაელის სამხედროებმა ცეცხლის გახსნეს.

აშშ-ში მომხდარს „სერიოზული ინციდენტი“ და აღნიშნეს, რომ განიხილავენ მომხდარის შესახებ ყველანაირ ვერსიას. მომხდართან დაკავშირებით გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა გაიმართება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend