მთავარიევროპასაფრანგეთისაფრანგეთში ქალებისთვის აბორტი კონსტიტუციით გარანტირებული უფლება იქნება

საფრანგეთში ქალებისთვის აბორტი კონსტიტუციით გარანტირებული უფლება იქნება

საფრანგეთის პარლამენტი მომავალ კვირას ერთობლივ სესიაზე მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ აბორტი კონსტიტუციურ უფლებად აქციოს.

317 სენატორიდან 267-მა მხარი დაუჭირა კონსტიტუციაში ცვლილებას, რათა ქალებს აბორტის თაობაზე არჩევანის გაკეთების კონსტიტუციით გარანტირებული უფლება ჰქონდეთ.

საფრანგეთის მთავრობა, კანონმდებლები და სენატორები  ამტკიცებდნენ, რომ აბორტის უფლებას სჭირდებოდა სრული კონსტიტუციური გარანტიები, რადგან აბორტის უფლება საფრთხეშია ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპის ზოგიერთ ქვეყანაშიც.

საფრანგეთში დემონსტრანტები საფრანგეთის კანონმდებლების გადაწყვეტილებას მიესალმნენ.

პარლამენტის გაერთიანებულმა სხდომამ აბორტის შესახებ კანონი  4 მარტს უნდა დაამტკიცოს.

საფრანგეთში კონსტიტუციის ცვლილება სავარაუდოდ, პარლამენტის ერთობლივ სესიაზე დამტკიცდება, რომელიც ტრადიციულად ვერსალის სასახლეში  იმართება. გადაწყვეტილებას უმრავლესობის სამი მეხუთედის მხარდაჭერა სჭირდება.

უახლესი

სხვა ამბები

00:02:21

EMMY AWARDS 2024

spot_imgspot_img
Send this to a friend