კომპანია მეტა სპეციალურ გუნდს ქმნის, რომელიც იმუშავებს დეზინფორმაციისა და ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილ დამაზიანებელი მასალების წინააღმდეგ. ეს პროექტი შემუშავდა ევროპარლამენტის არჩევნებთან დაკავშირებით, რომელიც უნდა ჩატარდეს 2024 წლის ივნისში.
აღსანიშნავია, რომ მეტამდე მსგავსი განცხადება გააკეთა კომპანია ბაიტდენსმა, რომელიც ფლობს ვიდეოპლატფორმა ტიკტოს.
მეტას საინფორმაციო ბლოგში გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, კონტენტი, ანუ ის მასალები რომლებმაც შეიძლება ხელი შეუწყოს გარდაუვალ ძალადობას, ან ფიზიკურ ზიანს ან რომელიც მიზნად ისახავს ხმის მიცემის ჩავარდნას, წაიშლება ფეისბუკიდან და ინსტაგრამიდან .
თუმცა რაც შეეხება კონტენტს, რომელიც არ არღვევს მეტას ამ წესებს, თუმცა მაინც ავრცელებს დეზინფორმაციას, მეტა იმუშავებს ფაქტების გადამმოწმებელ ორგანიზაციებთან მთელი ევროკავშირის მასშტაბით 26 პარტნიორ ორგანიზაციასთან 22 სხვადასხვა ენაზე. უკვე არსებულ ფაქტების გადამმოწმებლებს ემატება ბულგარეთი, საფრანგეთი და სლოვაკეთი.
გარდა ამისა, მეტა აპირებს, რომ გაუზიაროს ინფორმაცია ფაქტების გადამმოწმებლებს ხელოვნურ ინტელექტის საშუალებით დამზადებულ მასალებთან დაკავშირებით, რათა მათ ამოიცნონ და მონიშნოს ასეთი მასალა სწრაფად.
პარტიები და პოლიტიკოსები, რომლებსაც ექნებათ ხელოვნურ ინტელექტის დახმარებით შექმნილი მასალა გამოქვეყნებული, ამის შესახებ ინფორმაცია უნდა გაასაჯაროოს, რათა ყველა ხედავდეს, რომ АI-ით შექმნილ რეკლამას აქვეყნებს პარტია. მეტა აღნიშნავს, რომ 2023 წლიდან მოყოლებული უკვე 400 000-ზე მეტი რეკლამა წაშალა ევროკავშირის მასშტაბით, რომელზეც არ იყო აღნიშნული რომ მის შესაქმნელად ხელოვნური ინტელექტი გამოიყენეს.