მთავარიაზიაღაზაისრაელსა და „ჰამასს“ შორის შესაძლოა, ცეცხლის დროებით შეწყვეტის შეთანხმება შედგეს

ისრაელსა და „ჰამასს“ შორის შესაძლოა, ცეცხლის დროებით შეწყვეტის შეთანხმება შედგეს

გავრცელებული ინფორმაციით მომლაპარაკებლები შეერთებული შტატებიდან, ეგვიპტიდან, კატარიდან და ისრაელიდან თანხმდებიან მძევლების გათავისუფლების შეთანხმების ძირითად პირობებზე. თუმცა დამატებითი მოლაპარაკებებია საჭიროა „ჰამასთან“. შეერთებული შტატების მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში ამბობს, რომ მათი განწყობა ოპტიმისტურია.

მიუხედავად იმისა, რომ მხარეები ახლოს არიან დროებით ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გაფორმებასთან, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ მძევლებთან დაკავშირებული შეთანხმება ქალაქ რაფაჰზე ისრაელის იერიშს არ შეაჩერებს.

ღაზაში საკვების დეფიციტის გამო ხალხი სარეველა მცენარეებს ჭამს. ბალბა ერთ-ერთი ასეთი მცენარეა, რომელიც მარტივად იზრდება მკაცრ, მშრალ ნიადაგში. ის ახლა ოჯახებისთვის საკვების ერთ-ერთ მთავარ წყაროდ იქცა.

 

გაეროს პალესტინელთა დახმარების სააგენტოში აცხადებენ,  რომ მათ ღაზაში ბოლოს 23 იანვარს შეძლეს სურსათის შეტანა.

ამავდროულად, განახლდა მოწოდებები საერთაშორისო საზოგადოების მიმართ, რომ ღაზაში შიმშილის თავიდან აცილების მიზნით, რეგიონში მეტი დახმარების შეტანაა საჭირო.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend