მთავარიმსოფლიოერაყისა და თურქეთის საზღვარზე ერაყის ძალებმა დანაყოფები განათავსეს

ერაყისა და თურქეთის საზღვარზე ერაყის ძალებმა დანაყოფები განათავსეს

ერაყის სასაზღვრო ძალების ინფორმაციით, ხუთშაბათს ერაყისა და თურქეთის საზღვარზე ერაყის ძალებმა მთიან რაიონებში ახალი სასაზღვრო პუნქტების მშენებლობა დაიწყეს, სადაც თავიანთი დანაყოფები განათავსეს.

ერაყის სასაზღვრო ძალების სარდლობის ინფორმაციით, რამდენიმე ახალი პუნქტის მშენებლობა უკვე დასრულებულია და ადგილზე მათი დანაყოფების წარმომადგენლები იმყოფებიან.

ახალი სამხედრო პუნქტები თანამედროვე ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი და მიზნად ისახავს საზღვრების ეფექტურ კონტროლსა და არალეგალურად გადამსვლელთა დაპატიმრებას.

ახალი სასაზღვრო პუნქტების აშენება ერაყმა მას შემდე გადაწყვიტა, რაც ჩრდილოეთ ერაყის სხვადასხვა ტერიტორიაზე თურქეთმა სამხედრო ოპერაციები გააძლიერა. 20 თებერვალს თურქეთის საჰაერო იერიშების შედეგად ერაყში ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, რამდენიმე კი დაიჭრა.

თურქეთი ჩრდილოეთ ერაყში სამხედრო ოპერაციებს ატარებს „ქურთისტანის მუშათა პარტიისა“ და სხვა ქურთული დაჯგუფებების წინააღმდეგ.

ქურთული დაჯგუფებები, რომლებიც თურქეთისა და თურქეთის დასავლელი მოკავშირეების მათ შორის შეერთებული შტატების მიერ ტერორისტულ ორგანიზაციებად არიან მიჩნეული, ძირითადად ერაყის ჩრდილოეთით, თურქეთის საზღვართან ახლოს, არიან განლაგებული.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend