მთავარისპორტიდანი ალვეში დააპატიმრეს

დანი ალვეში დააპატიმრეს

ბრაზილიელი ფეხბურთელი დანი ალვეში სასამართლომ დამნაშავედ ცნო გაუპატიურების საქმეში და ოთხ-ნახევარი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ალვეშს ბრალი ედებოდა ერთ-ერთ ღამის კლუბში ახალგაზრდა ქალზე სექსუალურ ძალადობაში. თავად მსხვერპლი ამბობს, რომ დანი ალვეშმა ის ბარსელონის ერთ-ერთ ღამის კლუბში გააუპატიურა.

40 წლის სპორტსმენი დანაშაულს არ აღიარებს. სახელმწიფო პროკურორები ალვესისთვის ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვდნენ. ბრაზილიელი ფეხბურთელის ადვოკატებს სურდათ, დანის პატიმრობა ნებისმიერი თანხის გირაოთი გათავისუფლებით შეეცვალათ, მათ შორის, ადგილმდებარეობის დამდგენი ელექტრონული სამაჯურის გამოყენებითა და პასპორტის ჩამორთმევით. ალვეშის მხარე მზად იყო იმაზეც, რომ ფეხბურთელი ყოველდღიურად გამოცხადებულიყო სასამართლოში, თუმცა დაცვის მხარის მოთხოვნები მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.

ბრაზილიელ მცველს კარიერის განმავლობაში “სევილიაში”, “ბარსელონაში”, “იუვენტუსსა” და “პარი სენ-ჟერმენში” უთამაშია და ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ტიტულიანი მოთამაშეა. ის ბოლოს თამაშობდა მექსიკურ “პუმასში”, რომელმაც სკანდალის შემდეგ კონტრაქტი გაუწყვიტა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend