მთავარიEUROPEN UNIONევროკავშირში, გაზრდილი საფრთხეების ფონზე, თავდაცვის გაძლიერების გზებს განიხილავენ

ევროკავშირში, გაზრდილი საფრთხეების ფონზე, თავდაცვის გაძლიერების გზებს განიხილავენ

ევროპული თავდაცვის გაძლიერება ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია ევროკომისიის ამჟამინდელი პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენისთვის, რომელმაც ამ თანამდებობაზე კიდევ ერთხელ წარადგინა საკუთარი კანდიდატურა.

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შედეგად ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა უკვე გაზარდეს თავიანთი სამხედრო ხარჯები. 2022 წელს 240 მილიარდი ევრო იყო, რომელიც  2023 წელს 280 მილიარდამდე გაიზარდა, 2024 წელს კი 350 მილიარდი ევროს დახარჯვა იგეგმება.

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ამბობს, რომ მათ უფრო მეტი თანხა უნდა გამოიყენონ, ოღონდ გონივრულად. მისი აზრით,  უფრო მეტი უნდა დაიხარჯოს ევროპის თავდაცვის ინდუსტრიული ბაზის გასაძლიერებლად.

როგორც ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა,  პირველი ნაბიჯი მომავალ კვირებში ევროპული თავდაცვის ინდუსტრიული სტრატეგიის წარდგენა იქნება. არსებობს იდეა სამხედრო საშუალებების ერთობლივ შესყიდვებთან დაკავშირებით, როგორც ეს კორონავირუსის ვაქცინის შემთხვევაში მოხდა. ზოგი ფიქრობს, რომ კარგი იქნება ევროპული ობლიგაციების გამოცემაც  თავდაცვის ხარჯების დასაფარად.

ერთ-ერთი პოლიტიკური კვლევითი ცენტრის წარმომადგენელი დილან მაკიარინი კროსონი ამბობს, რომ  ამჟამად არ არსებობს შეთანხმება ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის, რომ, მაგალითად, ევროკავშირმა წევრი ქვეყნების სახელით სამხედრო აღჭურვილობა მესამე ქვეყნისა თუ კერძო კომპანიებისგან შეისყიდოს.

ამასთანავე, ევროკავშირის ე.წ. თავდაცვის ობლიგაციებთან დაკავშირებით დისკუსიები ჯერ ისევ ჰაერშია და არ არსებობს მყარი პოლიტიკური კონსენსუსი თუ შესაბამისი კვლევები.

კომისიაში პოლიტიკოსები სამართლებრივ ტექნიკურ მხარეებზე მუშაობენ, თუმცა ზოგიერთ წევრ ქვეყანას არ მოსწონს ახალი პირობები. მაგალითად, საფრანგეთს  სურს, იარაღი და საბრძოლო მასალა მხოლოდ ევროპელი მწარმოებლებისგან შეისყიდოს.

ამჟამად წევრი ქვეყნებიდან  პოლონეთს, საბერძნეთს, ლიეტუვასა და ფინეთს მთლიან შიდა პროდუქტზე მეტი სამხედრო დანახარჯი აქვთ. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ისინი იარაღს მხოლოდ ევროპელი მწარმოებლებისგან ყიდულობენ.

რა თქმა უნდა, თუ ფონ დერ ლაიენი დარჩება თანამდებობაზე, ევროკომისარს გადაეცემა თავდაცვის მთელი პორტფოლიო, რომელსაც აქამდე საგარეო საქმეთა უმაღლესი წარმომადგენელი და შიდა ბაზრის კომისარი ინაწილებდნენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend