მთავარიევროპაუკრაინაუკრაინის არმიაში “იარაღის დეფიციტია”

უკრაინის არმიაში “იარაღის დეფიციტია”

უკრაინის სამხრეთ და აღმოსავლეთ რეგიონებში 1000-კილომეტრიანი ფრონტის ხაზია გაშლილი.

ტყვია-წამლის ნაკლებობისა და ცოცხალი ძალისა და სხვა რესურსის თვალსაზრისით მტრის უპირატესობის ფონზე უკრაინულ არმიას თავდაცვითი ხაზების შენარჩუნება უჭირს.

აღმოსავლეთ უკრაინაში მდებარე ქალაქ ავდიივკის დაკარგვა ბაიდენის ადმინისტრაციაში სწორედ კონგრესში რესპუბლიკელთა წინააღმდეგობის შედეგი ჰგონიათ. რესპუბლიკური პარტია უკრაინისთვის 60 მილიარდი ამერიკული დოლარის გადაცემას ბლოკავს.

ზაპოროჟიის ფრონტის ხაზზეც უკრაინელ ჯარისკაცებს ტყვია-წამალი შეზღუდული რაოდენობით აქვთ, ვადიმი სამხედრო დრონის ოპერატორია. “თუ შესაბამისი სამიზნეები არ არის, მოვიცდი და ხვალ მეტი ტყვია-წამალი მექნება”, – ამბობს ვადიმ მიშუსტინი, უკრაინელი ჯარისკაცი.

ტყვია-წამლის ნაკლებობის ფონზე უკრაინული არმია დიდი რაოდენობით იყენებს საბჭოთა არტილერიასაც, ეს შეიარაღება არაზუსტი და მოძველებულია, ყველაზე დიდი გამოწვევა კი მაინც არასაკმარისი რაოდენობით ჭურვებია. “დიდი ფინანსები იხარჯება ჩვენთვის ნატოს სტანდარტების შესაბამისი ტყვია-წამლის მოწოდების მიზნით, მაგრამ მათ ჩამოტანას დიდი დრო სჭირდება, ბევრი ჯარისკაცი გვეღუპება“, – ამბობს ჰოდომირ სლავოდსკი, უკრაინელი ჯარისკაცი.

უკვე რამდენიმე კვირაა, რაც უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები ტყვია-წამლის ნაკლებობას ჩივიან, უკრაინელ ჯარისკაცებს საჭირო რაოდენობის მხოლოდ 10 პროცენტი აქვთ არსენალში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend