მთავარიევროპარუსეთი“მე გავაგრძელებ ჩემი ქმრის საქმეს”- იულია ნავალნაია

“მე გავაგრძელებ ჩემი ქმრის საქმეს”- იულია ნავალნაია

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის ქვრივი იულია ნავალნაია აცხადებს, რომ ქმრის საქმიანობას გააგრძელებს. ამის შესახებ მან ონლაინპლატფორმებზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა. ნავალნაიამ თქვა ასევე, რომ რუსებს სჭირდებათ „თავისუფალი, მშვიდობიანი, ბედნიერი, მშვენიერი მომავლის რუსეთი”. მოსკოვის მიერ ოფიციალური ინფორმაციით, ციმბირში, იამალის ოლქში მდებარე კოლონიაში მყოფი ალექსეი ნავალნი 16 თებერვალს გარდაიცვალა. ოჯახის წევრებს ცხედარი ჯერჯერობით არ უნახავთ.

„მინდა გაცნობით, რომ მე გავაგრძელებ ალექსეი ნავალნის საქმეს. გავაგრძელებ ბრძოლას ჩვენი ქვეყნისთვის. მოგიწოდებთ დადგეთ ჩემ გვერდით. გაიზიაროთ არა მხოლოდ მწუხარება და უსასრულო ტკივილი, რომელმაც მოგვიცვა. გთხოვთ, გაიზიაროთ მრისხანებაც და ზიზღი მათ მიმართ, ვინც ჩვენი მომავლის მოკვლა გაბედა… სირცხვილი ცოტას გაკეთება კი არ არის, არამედ სირცხვილია უმოქმედობა. არ უნდა დავაშინებინოთ თავი, რუსებს სჭირდებათ „თავისუფალი, მშვიდობიანი, ბედნიერი, მშვენიერი მომავალი.

მე ასეთ რუსეთში მინდა ცხოვრება, მინდა ასეთში ცხოვრობდნენ ჩემი და ალექსეის შვილები. მინდა ის ავაშენო თქვენთან ერთად. ზუსტად ისეთი როგორიც ალექსეი ნავალნის წარმოედგინა, ღირსებით, სამართლიანობითა და სიყვარულით სავსე რუსეთი“, – აცხადებს ნავალნის ქვრივი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend