მთავარიმსოფლიოეგვიპტე10 წლის განმავლობაში პირველად თურქეთის პრეზიდენტი ეგვიპტეში ჩავიდა

10 წლის განმავლობაში პირველად თურქეთის პრეზიდენტი ეგვიპტეში ჩავიდა

თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ეგვიპტეში ჩავიდა. რეჯეფ ტაიფ ერდოღანს ეგვიპტის პრეზიდენტმა აბდელ ფატაჰ სისიმ კაიროს ითიჰადიას სასახლეში უმასპინძლა. ეს 10 წლის განმავლობაში თურქეთის პრეზიდენტის პირველი ვიზიტია ეგვიპტეში.

ორი სახელმწიფოს ლიდერმა განიხილა ღაზის სექტორში მიმდინარე მოვლენები და ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება. ანკარასა და კაიროს შორის ურთიერთობები ეგვიპტეში მმართველი პოლიტიკური ელიტის ცვლილების შემდეგ შეიცვალა. თურქეთის რესპუბლიკა აქტიურად უჭერდა მხარს მუსლიმთა საძმოს, ორგანიზაციას, რომელიც დღეს ეგვიპტეში აკრძალულია.

ეგვიპტე ისრაელის ერთ-ერთი მთავარი მოკავშირე სახელმწიფოა ახლო აღმოსავლეთში. თურქეთის რესპუბლიკის ხელისუფლება კი საკმაოდ მწვავედ აკრიტიკებს ისრაელს “ჰამასის” წინააღმდეგ წარმოებული ომისთვის. რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ისრაელის ხელისუფლებაში ექსპანსიურ საგარეო პოლიტიკაზე უარი უნდა თქვან.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend