მთავარიევროპარუსეთირუსეთში მთავარ ოპოზიციურ კანდიდატს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა აეკრძალა

რუსეთში მთავარ ოპოზიციურ კანდიდატს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა აეკრძალა

რუსეთის ფედერაციის საარჩევნო კომისიის წევრებმა ოპოზიციურ კანდიდატს, ბორის ნადეჟდინს, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიზნით რეგისტრაციაზე უარი განუცხადეს.

ბორის ნადეჟდინი ერთ-ერთი იშვიათი ოპოზიციონერი პოლიტიკოსია, რომელიც უკრაინაში რუსულ ინტერვენციას ღიად აკრიტიკებს. სახელმწიფოს საარჩევნო კომისიაში ეს გადაწყვეტილება კანდიდატის მიერ გაყალბებული ხელმოწერების წარდგენით ახსნეს. რუსმა პოლიტიკოსმა საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება გააპროტესტა.

ბორის ნადეჟდინი (მარჯვნივ) ესაუბრება საკუთარი საარჩევნო შტაბის წარმომადგენლებს რუსეთის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. მოსკოვი, რუსეთი, 8 თებერვალი, 2024 წელი Copyright AP Photo/ALexander Zemlianichenko

ნებისმიერმა კანდიდატმა 100 ათასი ხელმოწერა უნდა წარადგინოს. ბორის ნადეჟდინი აცხადებს, რომ მან ქვეყნის მასშტაბით 200 ათასზე მეტი ხელმოწერა წარადგინა. საარჩევნო კომისიაში კი აცხადებენ, რომ ხელმოწერების 15 პროცენტი გაყალბებულია. ბორის ნადეჟდინს ღიად გამოუცხადა მხარდაჭერა პატიმრობაში მყოფმა ალექსეი ნავალნიმაც. საპრეზიდენტო არჩევნები რუსეთის ფედერაციაში 15-იდან 17 მარტის ჩათვლით გაიმართება.

მთავარი ოპოზიციური კანდიდატი ასე აფასებს მოვლენებს: “აქ მე მხოლოდ ჩემს თავს არ წარმოვადგენ, მე ასიათასობით მოქალაქეს წარმოვადგენ. რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს, რომელთაც ჩემი მხარდაჭერის მიზნით ხელი მოაწერეს. ჩვენ გაცილებით უფრო მეტი ხელმოწერა გვაქვს, ვიდრე აქ წარმოვადგინეთ, 45 ათასზე მეტმა ადამიანმა კი ჩვენს საპრეზიდენტო კამპანიას ფინანსური რესურსი შესწირა. დღევანდელი გადაწყვეტილება მოსალოდნელი იყო. ახლა სამართლებრივი დავის დროა. მე 10 დღე მაქვს, რომ გავასაჩივრო ეს გადაწყვეტილება და ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ სასამართლოს დარბაზში შევხვდებით ერთმანეთს. საკონსტიტუციო სასამართლოში არა საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებას, არამედ ამ საარჩევნო კანონმდებლობას გავასაჩივრებთ”.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend