მთავარიამერიკააშშლოს-ანჯელესში რიგით 66-ე გრემის დაჯილდოება გაიმართა

ლოს-ანჯელესში რიგით 66-ე გრემის დაჯილდოება გაიმართა

ამერიკის ხმის ჩამწერმა აკადემიამ სხვადასხვა ნომინაციის მიხედვით, 2023 წლის საუკეთესო მუსიკალური ნამუშევრები და მომღერლები გამოავლინა.

წლევანდელი გრემის დაჯილდოება განსაკუთრებული აღმოჩნდა მომღერალ მაილი საირუსისთვის, რომელმაც 16-წლიანი მუსიკალური კარიერის განმავლობაში პირველი გრემი მიიღო. მან სიმღერით Flowers საუკეთესო პოპ სოლო შემსრულებლისა და წლის ჩანაწერის ნომინაციაში გაიმარჯვა.

გრემის დაჯილდოების რეკორდი ტეილორ სვიფტმა დაამყარა. ის პირველი სოლო შემსრულებელია, რომელსაც სხვადასხვა დროს საუკეთესო ალბომისთვის ჯილდო 4-ჯერ გადაეცა. საუკეთესო ფოლკ-ალბომის ჯილდო კი ლეგენდარულმა ჯონი მიჩელმა მიიღო.

ტეილორ სვიფტს გრემი გადაეცა საუკეთესო პოპ ალბომისთვის, ლოს-ანჯელესი. 4 თებერვალი, 2024 წელი Copyright AP Photo/Chris Pizzello

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend