პალესტინელები ამბობენ, რომ გაეროს პალესტინელთა დახმარების სააგენტოს მიერ ღაზის მცხოვრებლებისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების შეჩერება მძიმე და კატასტროფულ შედეგებს მოიტანს.
საომარი მოქმედებების შედეგად ღაზის მოსახლეობის 85% იძულებით გადაადგილებულად იქცა, რომელთა უმეტესობას ლტოლვილთა ბანაკებში, ურთულეს პირობებში უწევთ ცხოვრება.https://t.co/tvU9ldXBXb
— Euronews Georgia (@EuronewsGeorgia) January 31, 2024
შეერთებულმა შტატებმა, ისევე როგორც ევროპის რამდენიმე ქვეყანამ, ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების შეწყვეტის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ისრაელმა გაეროს პალესტინელთა დახმარების სააგენტოს 12 თანამშრომელი „ჰამასთან“ თანამშრომლობასა და 7 ოქტომბრის თავდასხმაში მონაწილეობაში დაადანაშაულა.
გაეროს პალესტინელთა დახმარების სააგენტოში დასაქმებულია ათასობით თანამშრომელი, რომლებიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან დახმარებას უწევენ მილიონობით ადამიანს ახლო აღმოსავლეთში.
,,გაეროს პალესტინელთა დახმარების სააგენტოს ნაკისრი აქვს ვალდებულება, დაეხმაროს ლტოლვილებსა და დაშავებულებს ღაზის სექტორში. მათ გარეშე უამრავი პალესტინელი დაიღუპება”, -ამბობს მუჰამად თაბში, დეირ ალ-ბალაჰის მცხოვრები.
გაეროს განცხადებით, რამდენიმე უპასუხისმგებლო თანამშრომლის ქმედების გამო მთელი სააგენტო არ უნდა დაისაჯოს. მათ მოუწოდეს დონორებს, დაუყოვნებლივ განაახლონ დაფინანსება და დახმარება.
The @UN acted immediately following the very serious allegations against several @UNRWA staff members.
I was personally horrified by these accusations.
Yesterday, I met with donors to listen to their concerns & to outline the steps we are taking to address them.
— António Guterres (@antonioguterres) January 31, 2024
,,მე ერთ-ერთი ვარ იმ ადამიანთაგან, რომელთაც აღარავინ ჰყავთ. მე ქვრივი ვარ, აღარც შვილები მყავს. იმ საკვებისა და წამლების გარეშე, რომელსაც სააგენტოდან ვიღებ, ერთ დღესაც ვერ გავძლებ’’,-ამბობს საბაჰ ალ-ისავი, დეირ ალ-ბალაჰის მცხოვრები
შეერთებულმა შტატებმა, სააგენტოს უმსხვილესმა დონორმა, დაფინანსება შაბათ-კვირას შეწყვიტა. მათ ათზე მეტმა ქვეყანამ მიბაძა. სწორედ ისინი უზრუნველყოფდნენ გაეროს პალესტინელთა დახმარების სააგენტოს დაფინანსების 60%-ს.