გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერი ოლაფ შოლცი სახელმწიფოს მთავარ საკანონმდებლო ორგანოში, ბუნდესტაგში, სიტყვით გამოვიდა. კანონმდებლებთან საუბრისას გერმანელმა ლიდერმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევის პროცესში სხვა სახელმწიფოების მონაწილეობის აუცილებლობაზე ისაუბრა.
Die ukrainischen Soldatinnen und Soldaten verteidigen ihr Land gegen die unerbittlichen russischen Angriffe. Dafür benötigt die Ukraine dringend mehr Munition. Die EU und ihre Mitgliedsländer müssen ihre Anstrengungen verstärken. Wir müssen jetzt handeln. https://t.co/nWM73FMEh3
— Bundeskanzler Olaf Scholz (@Bundeskanzler) January 31, 2024
“აუცილებელია საერთო ევროპული პოზიციის შეჯერება, მხოლოდ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა ვერ აიღებს ამ პასუხისმგებლობას, უკრაინისათვის შესაბამისი დახმარების გაწევა ყველას საქმეა, მხოლოდ ბერლინი საკმარისს ვერ გააკეთებს, საჭიროა, მეტი შეიარაღების მიწოდება და შესაბამისად, ამ პროცესში მეტი სახელმწიფოს მონაწილეობა. ვლადიმერ პუტინს იმედი აქვს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნები მის სასიკეთოდ დასრულდება. მას იმედი აქვს, რომ უკრაინის დახმარებით დავიღლებით. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს კი ჯერ კიდევ არ მოუპოვებია კონგრესის თანხმობა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევის თაობაზე”, – განაცხადა ოლაფ შოლცმა, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერმა, ბუნდესტაგში გამოსვლისას.
ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ სწორედ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკაა მეორე ადგილზე კიევისათვის გაწეული დახმარების მოცულობის თვალსაზრისით. ბერლინს კიევისთვის გადაცემული აქვს 17 მილიარდ ევროზე მეტი ღირებულების შეიარაღება მათ შორის ტანკები, ანტისაჰაერო სისტემები, ჩაფხუტები და ჯავშანჟილეტები.