მთავარიაზიაღაზაღაზაში მოსული უხვი ნალექი იძულებით გადაადგილებულების მდგომარეობას ამძიმებს

ღაზაში მოსული უხვი ნალექი იძულებით გადაადგილებულების მდგომარეობას ამძიმებს

გასული დღეების განმავლობაში ღაზაში მოსულმა უხვმა ნალექმა კიდევ უფრო დაამძიმა იმ იძულებით გადაადგილებული პირების მდგომარეობა, რომლებიც სახელდახელოდ აშენებულ ბანაკებს აფარებენ თავს.

ზოგი დატბორილი ჯაბალიის ლტოლვილთა ბანაკში ცეცხლის გარშემო თბებოდა, ზოგი კი დიდ კასრებში წვიმის წყალს  იმარაგებდა.

ისრაელსა და „ჰამასს“ შორის დაწყებულმა ომმა თითქმის სრულად გაასწორა მიწასთან მცირე ზომის ანკლავი, მოსახლეობის 85 პროცენტი იძულებით გადაადგილებულად აქცია. მათი დიდი ნაწილი შიმშილის ზღვარზეა.

დევნილების თქმით, მეტეოროლოგიური პირობები მათზე ცუდად აისახება. მათი თავშესაფრები, რომლებიც პლასტმასისა და კარვებისგანაა გაკეთებული, შტორმს ვერ უძლებს და წვიმა სახლებში შესდით. მათ  არ აქვთ ტანსაცმელი, საბნები, არც ბავშვებისთვის გამოსაკვები პროდუქტი.

პალესტინელები ომით განადგურებული არიან და ამბობენ, რომ პალესტინის ისტორიას მსგავსი ომი არ ახსოვს.

ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ისრაელის იერიშების დაწყების შემდეგ 26 700 ადამიანი დაიღუპა. ანგარიშში არ არის მითითებული, მათგან რამდენი მეომარი ან მშვიდობიანი მოქალაქეა დაღუპული. თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილთა ორი მესამედი ქალი და ბავშვია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend