ისრაელის სამხედროების გაფრთხილების შემდეგ ორშაბათს ათასობით პალესტინელი დასავლეთ ღაზაში იძულებული გახდა, თავისი კარ-მიდამო დაეტოვებინა.
ბევრი მათგანი ეგვიპტის საზღვართან ქალაქ რაფაჰში ჩავიდა. ისინი ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მიმდინარე ბრძოლებს გაურბიან.
ისრაელის სამხედროების ინფორმაციით, „ჰამასი“ ბაზებს სამშვიდობო ინფრასტრუქტურასთან აწყობს, რაც მათ განადგურებას საკმაოდ ართულებს.
იორდანიაში ირანელი სამხედროების თავდასხმას სამი ამერიკელი ჯარისკაცი ემსხვერპლა. ათობით ადამიანი კი დაიჭრა.
დრონი ჯარისკაცების ყაზარმებთან ახლოს აფეთქდა, დაშავდა 30-ზე მეტი ადამიანი. პრეზიდენტი ბაიდენი აცხადებს, რომ აუცილებლად იქნება საპასუხო ნაბიჯები https://t.co/gUQdyKKsz6
— Euronews Georgia (@EuronewsGeorgia) January 29, 2024
თეთრ სახლში ომის დაწყება არ სურთ, თუმცა ამბობენ, რომ ამ თავდასხმას აუცილებლად მოჰყვება შესაბამისი პასუხი.
„როგორი რეაგირებაც არ უნდა გვქონდეს ამ შეტევაზე, ეს ვერ შეაფერხებს ისრაელელი მძევლების გათავისუფლების მცდელობას. გასულ კვირას განვაცხადე და ახლაც იმავეს ვიმეორებ, ამ კუთხით დისკუსიები მიმდინარეობს. გვჯერა, რომ ეს კონსტრუქციული პროცესია და სწორი მიმართულებით მივდივართ”, – განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა ჯონ კირბიმ.
ღაზაში ისრაელელი სამხედროები „ჰამასის“ მიწისქვეშა გვირაბებს ეძებენ, რის შედეგადაც დანგრეულია მეჩეთი და მიმდებარე სასაფლაოები.
Located under Gaza’s Bani Suheila Cemetery: 1km long underground terrorist tunnel.
The tunnel was used by Hamas to direct attacks against the IDF both above and below ground. Inside the tunnel, our troops eliminated terrorists and located explosives, blast-proof doors, an… pic.twitter.com/Bl1lPvSwlO
— Israel Defense Forces (@IDF) January 29, 2024
სამხედროების მიერ წმინდა ადგილების განადგურებას პალესტინელი მოსახლეობისა და საერთაშორისო უფლებადამცველი ჯგუფების მწვავე კრიტიკა მოჰყვა. ისრაელი კი ამბობს, რომ „ჰამასი“ მსგავს ადგილებს სპეციალურად იყენებს თავშესაფრისთვის.