მთავარიამერიკააშშ"ირანთან ომი არ გვსურს" - ჯონ კირბი

“ირანთან ომი არ გვსურს” – ჯონ კირბი

ვაშინგტონში აცხადებენ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან სამხედრო დაპირისპირებით დაინტერესებული არ არის. ახლო აღმოსავლეთში ვითარება იძაბება. ორი დღის წინ თეირანის მიერ მხარდაჭერილი და შეიარაღებული დაჯგუფებების მიერ მიტანილი იერიშის შედეგად სამი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა იორდანიაში, სირიის სახელმწიფო საზღვართან სიახლოვეს მდებარე სამხედრო ბაზაზე. ეს სამხედრო ბაზა თავის დროზე აშენდა “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ კამპანიის წარმოების მიზნით.

“ჩვენ ირანთან ომი არ გვსურს. ამ რეჟიმთან სამხედრო დაპირისპირებით დაინტერესებულნი არ ვართ. ჩვენ ვითარების ესკალაცია არ გვინდა. ჩვენს ჯარისკაცებზე მიტანილი იერიში კი ესკალაციის მაგალითია, პასუხს აუცილებლად გავცემთ, არავის შეეპაროს ეჭვი. პრეზიდენტი შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს”, – განაცხადა ჯონ კირბიმ, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა.

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პრესმდივნის ჯონ კირბის თქმით, ვაშინგტონი ცდილობს, რომ “ჰამასსა” და ისრაელს შორის დაპირისპირება რეგიონულ ომში არ გადაიზარდოს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend