მთავარიაზიაისრაელი"ისრაელისათვის თავდაცვის უფლების წართმევა არ გამოუვიდათ" - ბენიამინ ნეთანიაჰუ

“ისრაელისათვის თავდაცვის უფლების წართმევა არ გამოუვიდათ” – ბენიამინ ნეთანიაჰუ

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ გამოეხმაურა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, ისრაელს ღაზის სექტორში მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის თავიდან მაქსიმალურად აცილება დაევალა.

პალესტინელების მხარდამჭერი აქცია მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოსთან, ჰააგა, ნიდერლანდების სამეფო. 26 იანვარი, 2024 წელი Copyright AP Photo/Patrick Post

გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ ისრაელს მოსთხოვა „ჰამასის“ წინააღმდეგ ომში გენოციდის აქტების აღსაკვეთად ყველა საჭირო ზომა მიიღოს. ამავდროულად სასამართლომ არ დააკმაყოფილა სამხრეთ აფრიკის მოთხოვნა, დაუყოვნებლივ შეჩერებულიყო ისრაელის სამხედრო ოპერაცია ღაზაში.

“ჩვენი პატივისცემა და პასუხისმგებლობა საერთაშორისო სამართლისადმი ურყევია. ამავე დროს, ჩვენი თავდადება სახელმწიფოსა და ერის დაცვის თვალსაზრისით წმინდა და ასევე ურყევია. ისრაელისათვის თავდაცვის უფლების წართმევა არ გამოუვიდათ, გენოციდის ბრალდება ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ წარმოუდგენლად ამორალური საქციელია. ჰოლოკოსტის მსხვერპლი ერის პრემიერ-მინისტრი ვაცხადებ, რომ ეს ტრაგედია არასოდეს, არასოდეს განმეორდება, ჩვენ ამას არ დავუშვებთ და თავს დავიცავთ”, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

მიუხედავად იმისა, რომ ისრაელს პალესტინელი ერის გენოციდის ბრალდება არ დაუმტკიცდა, ქვეყანას საერთაშორისო მასშტაბით მაინც მწვავედ აკრიტიკებენ ღაზის სექტორში მიმდინარე ომის გამო.

უახლესი

სხვა ამბები

00:02:20
spot_imgspot_img
Send this to a friend