უკრაინის აღმოსავლეთსა და სამხრეთში ბრძოლა გრძელდება.
რუსული არმია ხარკივის რეგიონში, კუპიანსკის მიმართულებაზე, დეოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებას ცდილობს და ამ ეტაპზე ამ თვალსაზრისით შედარებით მცირე მასშტაბის ტაქტიკურ შეტევით ოპერაციებს აწარმოებს.
იბრძვიან ლიმანის მიდამოებშიც. რუსული არმია წინსვლას ცდილობს მაკიივკას, კრემინასა და სვატოვეს მიმართულებითაც.
გრძელდება ბახმუტის გარშემო ბრძოლებიც ასევე ავდიივკას მიმართულებაზე, რუსი ჯარისკაცები “ომის შემსწავლელი ინსტიტუტის” მკვლევართა ინფორმაციით, ავდიივკას სამხრეთ ნაწილებში შევიდნენ და ბრძოლები უშუალოდ დასახლებაში მიმდინარეობს, არსებობს ავდიივკის ალყაში მოქცევის საშიშროებაც.
ფრონტის ხაზებზე შერკინების ფონზე კრემლი უკრაინული ქალაქების დაბომბვას განაგრძობს. ოდესაში რუსული სარაკეტო იერიშის შედეგად 6 მოქალაქე დაიჭრა.
მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მიმდინარე ომების ფონზე გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის განცხადებით, ის შიშობს, რომ უკრაინის კონფლიქტი ნელ-ნელა მსოფლიოს ყურადღების მიღმა რჩება.
Visiting one of 90 sites hit by Russian rockets in Kryvyi Rih, central Ukraine, since February 2022. This one, on 8 January, destroyed many houses in the vicinity, shattering the lives of ordinary citizens.
The war continues.
Humanitarian assistance continues to be needed. pic.twitter.com/ObuRRzlvF8
— Filippo Grandi (@FilippoGrandi) January 21, 2024
“მაღელვებს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი მსოფლიოს ნელ-ნელა ავიწყდება. შეხედეთ საერთაშორისო მედიის სათაურებს. ზოგჯერ უკრაინის შესახებ ინფორმაციასაც ვერ ნახავთ, არადა რამდენიმე თვის წინ ეს ომი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა გახლდათ. სამწუხაროდ, ახლა უფრო და უფრო ნაკლები ყურადღება ექცევა ამ ომს და ადამიანები ისევ ძველებურად იტანჯებიან”, – აცხადებს ფილიფო გრანდი, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარი.
საერთაშორისო მედიის ყურადღების მიღმა არ დარჩენილა ბელგოროდის რეგიონში რუსული სამხედრო საჰაერო ძალების ილ-76 ის ჩამოვარდნა. კრემლში ამტკიცებენ, რომ ამ ხომალდში უკრაინელი სამხედრო ტყვეები ისხდნენ და ის უკრაინული არმიის მიერ გასროლილმა რაკეტებმა ჩამოაგდეს. უკრაინის პრეზიდენტი ამ საქმის საერთაშორისო ძალისხმევით გამოძიებას ითხოვს.
5/ Russian information space actors are seizing on the Il-76 crash to sow domestic discontent in Ukraine and undermine Western will to continue giving military support to Ukraine.
More in tonight’s campaign assessment: https://t.co/sDapHWsG4J pic.twitter.com/WvS0YiuvJH
— Institute for the Study of War (@TheStudyofWar) January 25, 2024
რუსეთში კი ჩამოვარდნილი სამხედრო ხომალდის დაღუპული პილოტებისთვის რელიგიური ცერემონია გაიმართა, ამ ღონისძიებაში მონაწილეობა კადეტებმა და მოქალაქეებმა მიიღეს.