ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლება საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლითაა გარანტირებული, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო ვალდებულია, პატივი სცეს და დაიცვას ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლება და, ახლანდელი და მომავალი თაობების ინტერესების გათვალისწინებით, ქვეყნის მდგრად განვითარებას შეუწყოს ხელი – ეს წერია კვლევაში, რომლის პრეზენტაციაც საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გამართა.
კვლევის სახელწოდებაა “გარემოსდაცვით მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობა”. ამ თემაზე “ევრონიუს ჯორჯიას” ეთერში საიას ადამიანის უფლებათა დაცვის პროგრამის დირექტორმა, თამარ ონიანმა ისაუბრა.