მთავარიევროპაუკრაინარუსულმა ძალებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს კიევზე, ხარკივსა და პავლოჰრადზე

რუსულმა ძალებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს კიევზე, ხარკივსა და პავლოჰრადზე

რუსეთმა შუაღამითა და გამთენიისას სარაკეტო იერიში მიიტანა უკრაინის რამდენიმე რეგიონზე, მათ შორის უკრაინის დედაქალაქ კიევზე, სიდიდით მეორე ქალაქ ხარკივსა და ასევე პავლოჰრადზე.
რუსების თავდასხმა კიევზე – Efrem Lukatsky/Copyright 2024 The AP

შეერთებულ შტატებს უკრაინის დასახმარებლად კონგრესისგან თანხა აღარ აქვს და ვეღარ აგზავნის იმ საბრძოლო მასალასა და შეიარაღებას, რომელიც კიევს რუსეთის მოსაგერიებლად სჭირდება.

პენტაგონის სპიკერი გენერალ-მაიორი პეტ რეიდერი ამბობს, რომ დაფინანსების ნაკლებობამ აიძულათ, შეჩერებულიყვნენ და მარაგიდან აეღოთ დამატებითი ინვენტარი.  ამან კი შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს მათ სამხედრო შესაძლებლობებზე. ამიტომ ვეღარ აკმაყოფილებენ უკრაინის მოთხოვნებს და ვეღარ აგზავნიან საარტილერიო ჭურვებს, ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღებასა და საჰაერო თავდაცვის სისტემებს.

ენტაგონის სპიკერი გენერალ-მაიორი პეტ რეიდერი

უკრაინის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, რომ რუსულმა ძალებმა გუშინ 41 რაკეტა გაუშვეს მთელი ქვეყნის მიმართულებით, რომელთაგან 21 უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა გაანეიტრალეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend