ნატომ ხელი მოაწერა მილიარდ 200 მილიონი ევროს ღირებულების კონტრაქტს, რომელიც ასობით ათასი 155-მილიმეტრიანი საარტილერიო ჭურვის შესყიდვას ითვალისწინებს.
ნატოს მხარდაჭერისა და შესყიდვების სააგენტომ უკვე გააფორმა რამდენიმე შეთანხმება.
❝Russia’s war in Ukraine has become a battle for ammunition, so it is important that Allies refill their own stocks, as we continue to support Ukraine.❞@jensstoltenberg and General Manager @NSPA_NATO concluded contracts for $1.2 billion in artillery ammunition
— NATO (@NATO) January 23, 2024
ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ამბობს, რომ რუსეთის ომი უკრაინაში შეიარაღებისა და საბრძოლო მასალისთვის ბრძოლად იქცა. ამიტომ მნიშვნელოვანია, მოკავშირეებმა შეავსონ თავიანთი მარაგები, რომ მათ გააგრძელონ უკრაინის მხარდაჭერა. მისი თქმით, ნატო დაეხმარება უკრაინას იმ სისტემებით, იარაღითა და საბრძოლო მასალებით, რომლებიც მას, როგორც სუვერენულ დამოუკიდებელ ქვეყანას, რუსეთის დასამარცხებლად სჭირდება.

იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ არ დაუშვებენ პრეზიდენტ პუტინის გამარჯვებას უკრაინაში, რადგან ეს ტრაგედია იქნება უკრაინელებისთვის, ყველა მათგანისთვის კი – დიდი საფრთხე.
თუმცა, ნატოს სააგენტოს განცხადებით, ჭურვებს ქვეყნებს დროულად ვერ გადასცემენ, რადგან შეკვეთების მიწოდებას 24-იდან 36 თვემდე სჭირდება. ევროკავშირის გეგმა კი, უკრაინისთვის ეწარმოებინა 1 მილიონი საარტილერიო ჭურვი, ვერ შესრულდა. მიზნის მხოლოდ მესამედია მიღწეული.