ვიერა და დანილო კიევის ეროვნული ავიაციის უნივერსიტეტის იმ 20 სტუდენტს შორის არიან, რომლებმაც ახლახან დაიწყეს სწავლა და მომზადება პრაღაში, ჩეხეთის ტექნიკურ უნივერსიტეტში.
ჯგუფი 2 ნაწილისგან შედგება. სწავლება კარლოვი-ვარისა და ბესოვის აეროპორტებში მიმდინარეობს.
ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის იან ლიპავსკის თქმით, ბრძოლების დასრულების შემდეგ უკრაინას დასჭირდება ინფრასტრუქტურის სწრაფი რეკონსტრუქცია, რომლის განუყოფელი ნაწილია სამოქალაქო ავიაცია.
პროექტის მთლიანი ბიუჯეტი 900 000 ევროს შეადგენს და ამ თანხების უდიდესი ნაწილი პრაქტიკული სწავლებისთვის გამოიყენება.
პროექტის განხორციელება უკრაინის მთავრობის დახმარების ფონდისა და აშშ-ის განვითარების პროგრამის გრანტის მეშვეობით გახდა შესაძლებელი.
უკრაინელი პილოტი დანილო ოსადში ამბობს, რომ ეს კარგი შესაძლებლობაა, გაიარონ პრაქტიკა და გახდნენ ევროპელი პილოტები.
უკრაინელი პილოტი ვიერა ლიტვინი ომის დასრულების შემდეგ უკრაინაში ფრენას გეგმავს, რადგან ის მისი სამშობლოა. მისი სურვილია, კიევთან ახლოს, პრიტალის საერთაშორისო ან უკრაინის სხვა აეროპორტებში იმუშაოს, თუმცა, როგორც თავადვე ამბობს, ეს ბევრ რამეზეა დამოკიდებული.
პროგრამა სამხედრო პილოტების მომზადებას არ ითვალისწინებს.
ჩეხეთის რესპუბლიკაში სწავლის პირველი წლის შემდეგ უკრაინელი სტუდენტები მიიღებენ კომერციულ ლიცენზიას. კიდევ ორი წლის შემდეგ კი მიენიჭებათ პილოტის ლიცენზია, რომლის საფუძველზეც შეძლებენ შეასრულონ ფრენები ევროპის მასშტაბით.