მთავარიაზიაღაზაღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ბოლო 24 საათში დაიღუპა 190 ადამიანი, 340 კი...

ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ბოლო 24 საათში დაიღუპა 190 ადამიანი, 340 კი დაიჭრა

ისრაელის საჰაერო თავდასხმების გამო  ხან-იუნისში,  ნასერის საავადმყოფოს მახლობლად მოსახლეობის ევაკუაცია გახდა საჭირო.

ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ბოლო 24 საათში ღაზაში 190 ადამიანი დაიღუპა, 340 კი  დაიჭრა.

პალესტინის საინფორმაციო სააგენტო Wafa-ს მიერ 22 იანვარს გავრცელებულ კადრებში ნაჩვენებია, საჰაერო თავდასხმების ფონზე როგორ ეძებენ დევნილები თავშესაფარს ხან იუნისში, ნასერის საავადმყოფოსთან, რომელიც ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს.

გაეროს ჰუმანიტარულ საქმეთა კოორდინაციის ოფისის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ღაზის 36 საავადმყოფოდან, ამჟამად, სამხრეთით მხოლოდ 15 ფუნქციონირებს, ჩრდილოეთით კი მხოლოდ ექვსი.

ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 7 ოქტომბერს ღაზის სექტორში ომის დაწყების შემდეგ საომარი მოქმედებების დროს 25 295 ადამიანი დაიღუპა, სულ მცირე, 63 000 კი დაშავდა.

პალესტინის  პრემიერ-მინისტრმა მოჰამად შტაიემ მსოფლიოს მოუწოდა, ისრაელს სანქციები დაუწესოს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend