“ხანძარი, რომელმაც ოკუპირებულ აფხაზეთში სოხუმის ეროვნული გალერეა გაანადგურა, ყველა ჩვენგანისთვის ტრაგედიაა”, – სალომე ზურაბიშვილი.
სოხუმში აფხაზ ხელოვანთა „ოქროს ფონდი” დაიწვა. ოკუპირებულ აფხაზეთში ხანძრის შესახებ 21 იანვარს, დილის 4 საათზე, გახდა ცნობილი. მთლიანობაში ხანძარს აქრობდა მეხანძრეთა 11 რაზმი სოხუმიდან, გუდაუთიდან, გულრიფშიდან და ოჩამჩირიდან.
დამწვარია 4000 ტილო. სამხატვრო გალერეის დირექტორის, სურამ საკანიას თქმით, ობიექტს გამოუსწორებელი ზიანი მიადგა.