მთავარიევროპაუკრაინაპოლონეთის პრემიერი კიევშია

პოლონეთის პრემიერი კიევშია

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი უკრაინის დედაქალაქს ეწვია და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. ორმა ლიდერმა ვარშავას მიერ კიევისათვის გაწეული სამხედრო დახმარების დეტალები განიხილეს. პოლონეთის პრემიერმა და ევროპული საბჭოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ პოლონეთი გააგრძელებს უკრაინის შესაბამისი რესურსებით დახმარებას. დონალდ ტუსკმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ ორ სახელმწიფოს შორის არსებულ ეკონომიკურ გამოწვევებზეც ისაუბრეს.

“ბატონო პრემიერ-მინისტრო, კეთილი იყოს თქვენი ჩამობრძანება უკრაინაში, ეს თქვენი პირველი ვიზიტი არ გახლავთ, ვიცით, რომ ჩვენი ერთ-ერთი უახლოესი მოკავშირე ბრძანდებით. მადლიერნი ვართ თქვენ მიერ მიღებული პოლიტიკური ზომებისა და თქვენ მიერ გაწეული სამხედრო დახმარებისა. დიდი მადლობა პოლონელ ერს, თქვენ ომის დაწყებიდან პირველივე დღეს ჩვენ გვერდით ხართ”, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, უკრაინის პრეზიდენტმა.

“ბატონო პრეზიდენტო, დიდი მადლობა მასპინძლობისთვის. ბუნებრივია, რომ ჩემი პირველი ვიზიტი პრემიერ-მინისტრის პოსტზე დაბრუნების შემდეგ კიევში შედგა. ჩვენ მოწმენი ვართ ომის სიკეთესა და ბოროტებას შორის და ჩვენ სიკეთეს, უკრაინას ვუჭერთ მხარს. ეს მარტივია, ყველაფერი ამ შემთხვევაში თეთრია ან შავი. რუსული მხარე აგრესიულ ომს აწარმოებს უკრაინაში და ჩემი და პოლონეთის როლი ერთია, შეძლებისდაგვარად მხარი დავუჭიროთ უკრაინას”, – ამბობს დონალდ ტუსკი, პოლონეთის პრემიერ-მინისტრი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend